FM97.5 / LIVE

პარლამენტი მართვის მოწმობებთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2019
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ამავე საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებენ ჯანდაცვის კომიტეტშიც.

პარლამენტი მართვის მოწმობებთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს
რამდენიმე კანონში დაგეგმილ ცვლილებას კომიტეტებს, 10 ივნისის სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია გააცნობს.

პროექტის მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. ასევე, იცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთები, ხოლო არსებულ სერვისებს ახალი მომსახურებებიც ემატება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა. ორეტაპიანად გარდაქმნილი პრაქტიკული გამოცდის თითოეული ეტაპის საფასური კი, დამოუკიდებლად დგინდება.

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.

„A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი.

განსხვავებულად ყალიბდება არსებული სტუდენტური შეღავათები. კერძოდ, სტუდენტს შეღავათი ექნება AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას. რამდენადაც აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საჭიროება არ არსებობს, სტუდენტი თავისუფლდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურის გადახდისგან.

განსხვავებულად ყალიბდება 17 წლის ასაკს მიუღწეველი პირის შეღავათები. 18 წლამდე ასაკის პირს B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალება და შესაბამისად, არსებული შეღავათი B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად 17 წლის ასაკის პირებისთვის უქმდება.
როგორც შს სამინისტრო განმარტავს, ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. იმ ქვეყნებში კი, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

მართვის მოწმობის გამოცდების ბუმი საქართველოში
როგორ შეიცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა
შსს–მ მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას დამატებული ტესტები გამოაქვეყნა
რომელი კატეგორიის მართვის მოწმობებს შეუნარჩუნდება იურიდიული ძალა 2019 წლის მარტამდე
მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მარტივდება
დღეს პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე დარეგისტრირება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი