FM97.5 / LIVE

რელიგია თუ ისტორია –რაზე ესაუბრნენ ახალციხეში ქართულის მასწავლებლებს [ვიდეო]

მთავარისიახლე, განათლება 08.06.2019
ახალციხეში, რეგიონის სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს, ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებით ლექცია ჩაუტარეს, თუმცა ვისი ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, ამაზე არც პედაგოგები და არც რესურსცენტრის წარმომადგენლები საუბრობენ.

რელიგია თუ ისტორია –რაზე ესაუბრნენ ახალციხეში ქართულის მასწავლებლებს [ვიდეო]
სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, პედაგოგებთან შეხვედრა, სადაც საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს შემოსვლაზე ესაუბრნენ დღეს, რვა ივნისს გაიმართა.

შეხვედრას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის ახალქალაქიდან და ადიგენიდან 50–მდე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დაესწრო. როგორც მასწავლებლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ამბობენ, შეხვედრის ჩატარების დროდ თავდაპირველად 14:00 საათი დასახელდა, ბოლოს კი ორი საათით ადრე დაიწყო და თითქმის ორ საათს გაგრძელდა. პედაგოგები შეხვედრაზე საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პედაგოგების უმრავლესობამ დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ნაწილმა კი განაცხადა, რომ ლექცია ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებით გაიმართა.

„რელიგიურ საკითხზე გვესაუბრნენ, ანდრია პირველწოდებულის აჭარაში მოგზაურობისა და წმინდა ნინოს მოგზაურობის შესახებ. საინტერსო შეხვედრა იყო“,– გვითხრა ზანავის სკოლის ქართული ენის პედაგოგმა.

მასწავლებლები ამბობენ, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, როგორ უნდა გამოიყენონ ლექციაზე მოსმენილი სასწავლო პროცესში:“ მაგალითად აგვიხსნეს, რომ ისტორიულ კონტექსტში ბავშვებმა უნდა იცოდნენ ანდრიას და ნინოს მოღვაწეობის შესახებ ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ეს საინტერესოა ჩვენთვის, რადგან ჰაგიოგრაფიას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“,– გვითხრა ადიგენის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის პედაგოგმა, რომელმაც კოლეგების მსგავსად ვინაობა არ გაგვიმხილა.

პედაგოგების თქმით, შეხვედრის შესახებ შეტყობინება რესურსცენტრიდან მიიღეს.

„რესურსცენტრიდან მოგვივიდა წერილობით შეტყობინება, რომ უნდა დავსწრებოდით შეხვედრას და ალაბათ მათივე ორგანიზებით ჩატარდა“,– გვითხრა ადიგენის, სოფელ უდის საჯარო სკოლის პედაგოგმა ქრისტინე აფრიამაშვილმა.

თუმცა, „სამხრეთის კარიბჭეს“ ადიგენის რესურსცენტის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა განუცხადა, რომ შეხვედრის შესახებ არაფერი იცის და მისგან პედაგოგებს არც შეტყობინება მიუღიათ: “არ ვიცი რა შეხვედრაზე მესაუბრებით, ჩვენ არავისთვის არაფერი გვითქვამს. თვითონ რას გეუბნებიან? ალბათ ორგანიზატორებმა ინდივიდუალურად დაურეკეს“.

უნივერსიტეტში პედაგოგებთან შეხვედრაზე მისული იყო ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძეც, თუმცა იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მასწავლებლებს, ღვთისმშობლის წილხვედრობაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა გონჯილაშვილი ესაუბრა.

„ჩვენ პედაგოგებს სიღრმისეული ინფორმაცია მივაწოდეთ ანდრია პირველწოდებულისა და ნინოს საქართველოში შემოსვლის და ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. მათ უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი რადგან, ბავშვებს სიღრმისეულად მიაწოდონ სარწმუნოებრივი და მეცნიერული საკითხების ერთობლივი სწავლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურის დამკვიდრებისათვის. როდესაც სკოლაში სწავლობს ბავშვი, მან უნდა იცოდეს ქართული კულტურა, არ აქვს მნიშვნელობა რა სარწმუნოების არის“,– განაცხადა ნანა გონჯილაშვილმა.

ვისი ორგანიზებით ჩატარდა პედაგოგებთან დღევანდელი შეხვედრა და ვინ მოიწვია სარწმუნოებრივი საკითხების მასწავლებლებისათვის გასაცნობად, ნანა გონჯილაშვილმა ვერ გვიპასუხა: “არ ვიცი, ეს ალბათ სახელმწიფოებრივი და ეკლესიების დონის ერთობლივი შეხვედრაა. მე ზუსტად ვერ გეტყვით, აქ ლექტორის და ამ მიმართულებით მეცნიერის სტატუსით ვიყავი“.

ახალციხეში გამართულ შეხვედრას არ დასწრებია, ახალქალაქის სოფელ გომანის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი ხატია მეკოკიშვილი. იგი ამბობს, რომ ახალციხეში ჩამოსასვლელად ვერ მოიცალა და ამავე დროს, მისთვის გაურკვეველი იყო ღონისძიების მიზანი და შინაარსი.

„ჩემმა დირექტორმა რესურსცენტრიდან მიღებული წერილის შინაარსი გამაცნო, რომ ახალციხეში იყო შეხვედრა ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებით, თუმცა სხვა დეტალი, რა მიზნით იმართებოდა და აა.შ არ ეწერა. როდესაც მე მაქვს ინფორმაცია, ვინ და რატომ მიბარებს, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს იმ შეხვედრაზე დასწრება. აქ ვერ მივხვდი რატომ გვიბარებდნენ“,– ამბობს ხატია მეკოკიშვილი.

ვისი ორგანიზებით, ტარდება რეგიონებში ქართული ენის პედაგოგებთან შეხვედრები, ამას ვერც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან. უწყებაში განმარტავენ, რომ მათი ორგანიზებული არ არის და შეხვედრებში მათი წვლილი მხოლოდ პედაგოგებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა: “ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით, რომ შეხვედრა უნდა გაიმართოს და მეტი არაფერი. დაესწრებიან თუ არა ისინი ამ შეხვედრებს, მათი გადასაწყვეტია და არავინ არაფერს აიძულებს“.

რეგიონებში, ჩატარებულ შეხვედრებთან დაკავშირებით, „საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინიციატივას“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მსგავს ღონიძიებებს ორგანიზება სახელმწიფო ინსტიტუტებმა არ უნდა გაუწიონ: “რესურსცენტრმა ან სამინისტრომ შესაძლოა ინფორმირება მოახდინონ პედაგოგების შეხვედრის შესახებ, თუმცა ორგანიზება არ უნდა გაუკეთონ და არ უნდა დაავალდებულონ ისინი დაესწრნენ, რადგან სახელმწიფოს ინტერესი არ უნდა იყოს რომელიმე რელიგიის მხარდაჭერა“.

სამცხე–ჯავახეთის გარდა მსგავსი შეხვედრები, რუსთავშიც გაიმართა, რამაც ქართული ენის პედაგოგების პროტესტი გამოიწვია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პედაგოგების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრაც დატოვა. ისინი ამბობენ, რომ რელიგიური შინაარსის შეხვედრები და ქრისტიანულ რელიგიაზე საუბარი იმ რეგიონში, სადაც 80% მუსულმური აღმსარებლობისაა მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 4 აპრილს კი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს.



[ლუბა გიორგაძე,ოთარ აწყურელი – ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა ღვთისმშობლისადმი წილხვდომობის დღე უქმედ გამოაცხადა
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხეში მასწავლებლებს შეხვდა
12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება
ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა
12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა

12 მაისს ანდრია მოციქულის ხსენებისა და საქართველოს წილხვდომლობის დღე აღინიშნება