FM97.5 / LIVE

კინოთეატრი, სკვერი და ველობილიკები - რა სურთ ახალციხელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2019
მერიის ონლაინ პორტალზე, რომელზეც მოქალაქეებს საკუთარი ინიციატივების წარდგენა შეუძლიათ, უკვე 10 წინადადებაა. ახალციხელები ხელისუფლებას ქალაქის კეთილმოსაწყობად იდეებს სთავაზობენ. მათ შორის საუკეთესოს ისევ მოქალაქეები შეარჩევენ, გამოკითხვაში გამარჯვებულ პროექტს კი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

კინოთეატრი, სკვერი და ველობილიკები -  რა სურთ ახალციხელებს
ვებსაიტზე ნახავთ იდეებს ერთ-ერთ სოფელში გმირთა მემორიალის დადგმის, ურავლის ხეობაში ტურისტული ბილიკის მოწყობისა თუ აწყურში გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის შესახებ. მოქალაქეებს წინადადებების წარდგენა 21 ივლისამდე შეუძლიათ.

„ისეთი პატარა ქალაქისთვის, როგორიცაა ახალციხე, ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შედეგადაც მივიღებთ ნაკლებ ავტომანქანას, ნაკლებ გამონაბოლქვს და მეტ ჯანმრთელ ადამიანს“, - ვკითხულობთ ალექსი გრიგალაშვილის პროექტში, რომელიც 10 000 ლარად ქალაქში ველობილიკებისა და პარკინგების მოწყობას ითხოვს.

ყოფილი სამხედრო დასახლების საზოგადოებრივ სივრცედ გადაქცევა სურს ნათია კაპანაძეს. „წლებია უკვე, რაც ე.წ. „პაგრანატრიადის“ ტერიტორია უპატრონოდაა მიტოვებული. კარგი იქნებოდა თუ მუნიციპალიტეტი იზრუნებდა მის კეთილმოწყობაზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობაზე. მაგალითად, ისეთის, რაც არ არსებობს ქალაქში, თუნდაც კინოთეატრის“, - წერს ნათია და სავარაუდო ხარჯად 50 ათას ლარს ასახელებს.

იმისთვის, რომ მოქალაქის ინიციატივა კონკურსში მოხვდეს, ის სამ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: ეხებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, შეესაბამებოდეს მერიის საქმიანობის სფეროებს და ღირებულებით არ აღემატებოდეს 50 ათას ლარს.

გამარჯვებულს მოქალაქეები ხმის მიცემით არჩევენ. ასე შეირჩა შარშან შესული 77 ინიციატივიდან ერთი, თამარ კაპანაძის გამწვანების პროექტი, რომელმაც 44 ხმა მიიღო.

„გამწვანების პროექტი თამარ კაპანაძესთან ერთად განვიხილეთ და წლევანდელ ბიუჯეტში 50 ათასი ლარი ქალაქში ხეების დასარგავად გამოიყო. ხეების დარგვის რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება უკვე გვქონდა“, - ამბობს მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა მთავარი სპეციალისტი, ლევან მიქაბერიძე.

ინიციატივების მერიებისთვის ელექტრონულად წარდგენა ესტონური მოდელია, რომელიც ახალციხეში 2018 წლიდან დაინერგა. პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის, GGI–ისა და IDFI–ის მხარდაჭერით ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში დაიწყო.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რის შეცვლა სურთ ახალციხელებს საკუთარ ქალაქში [ვიდეო]
'ერთის ნაცვლად, ხუთი დაფინანსდება' - სამოქალაქო ინიციატივების ბიუჯეტი გაიზარდა
ახალციხის მერია 40 პროექტიდან იმას განახორციელებს, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას
სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ - გამარჯვებული პროექტები ცნობილია
ახალციხის მერია ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვას სთავაზობს
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – ინოვაციური პროექტი ახალციხელებისთვის ®