FM97.5 / LIVE

სოფელ ჩუნჩხაში სკოლა აშენდება

მთავარისიახლე, განათლება 08.06.2019
ახალქალაქის, სოფელ ჩუნჩხაში, სადაც სკოლა სამი წლის წინ დაიწვა, ახალი 90 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო დაწესებულება აშენდება.

სოფელ ჩუნჩხაში სკოლა აშენდება
სოფელ ჩუნჩხაში სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტენდერი, შვიდ ივნისს გამოაცხადა.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 90 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს: 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით; სამასწავლებლო; სასწავლო ნაწილის ოთახი; ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით; ექიმის კაბინეტი; მანდატურის/დაცვის ოთახი; სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის; კვების ბლოკი-ბუფეტი; დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით; ფოიე გარდერობით, დერეფანი; ღია ხელოვნურ საფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი.

სკოლის მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 905 230 ლარი დაიხარჯება.

ახალქალაქის, სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა 2016 წლის პირველ ნოემბერს დაიწვა მაშინ, როდესაც საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა, ადგილობრივებმა მოსწავლეების და მასწავლებლების გამოყვანა დროულად შეძლეს. მოსწავლეები ამ დრომდე სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში სწავლობენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლა აშენდება
სოფელ ჩუნჩხაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება
ხანძრისგან დამწვარი ღორთუბნისა და ორგორის სკოლები აღდგება
სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა დაიწვა
ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ჩუნჩხაში [photo]