FM97.5 / LIVE

ანტიბიოტიკების გარეშე – სამცხე-ჯავახეთის თაფლის დადებითი შეფასება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2019
რიგის BIOR-ის ლაბორატორიაში დადაბითი შეფასება საქართველოდან სულ 46 მეფუტკრემ მიიღო, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან ცხრა მეფუტკრეა. დადებითად ის თაფლი ფასდება, რომელიც ანტიბიოტიკების გარეშეა დამზადებული.

ანტიბიოტიკების გარეშე – სამცხე-ჯავახეთის თაფლის დადებითი შეფასება

ინფორმაციას ამის შესახებ eugeorgia.info ავრცელებს. ფუტკრის გადარჩენის მიზნით, მეფუტკრეები ხშირად ფუტკარს ანტიბიოტიკებს აძლევენ, შედეგად კი თაფლი უვნებელი აღარაა. ქართველი მეფუტკრეების თაფლი BIOR-ის ლაბორატორიაში ყოველწლიურად მოწმდება. სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, წელს სამცხე-ჯავახეთიდან გაგზავნილმა ყველა თაფლმა დადებითი შეფასება მიიღო.

კოოპერატივ „სკას“ თავმჯდომარეს ჯაბა შეშაბერიძეს ფუტკარი გაზაფხულზე იმერეთ-გურიაში, ზაფხულში კი ჯავახეთში ჰყავს. მისი თაფლი, მესამე წელია, რიგის ლაბორატორიაში დადებით შეფასებას იღებს. “ამის მიზეზი პრეპარატების რაციონალურად გამოყენებაა. ამასთანავე, ანტიბიოტიკებს საერთოდ არ ვიყენებთ“, – ამბობს ჯაბა.

მას ფუტკრის სამასამდე ოჯახი ჰყავს. მისი თქმით, ევროპის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ალპურ თაფლზეა. ალპური ყვავილის ნექტრით კი ქვეყანაში სამცხე-ჯავახეთი ლიდერობს: „აქ ღალიანობა მაღალია, მაგრამ, დაახლოებით ათი წელია, თაფლოვანი მინდვრები შემცირდა და ამის ნაცვლად, ფუტკარი ნექტარს შეწამლული ნათესებიდან იღებს, მაგალითად – კარტოფილიდან და ფუტკარი კვდება. ადრე ოჯახი მინიმუმ 50 კილოგრამ ალპურ თაფლს იძლეოდა, ახლა კი 7-8 კილოგრამზეა ჩამოსული“.

მეფუტკრე აკაციის, მაისის, წაბლის და ჯავახეთის ალპურ თაფლს აწარმოებს. მისი თქმით, ალპური თაფლი ევროპის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია და კილოგრამი დაახლოებით 10 ევრო ღირს.

არსენ გაბრიელიანს 170-მდე ფუტკრის ოჯახი ახალციხეში ჰყავს. მისმა თაფლმა წლების წინ ლაბორატორიაში დადებითი შეფასება ვერ მიიღო „მითხრეს, რომ ანტიბიოტიკი აღმოჩნდაო. ნაყიდი ფიჭები მქონდა და ალბათ შიგნით იყო დარჩენილი. ანტიბიოტიკებს და პრეპარატებს არ ვიყენებ“. - ამბობს მეფუტკრე.

კოოპერატივ „კოდის“ დამფუძნებელი გიორგი მერაბიშვილი ერთ-ერთია, რომლის თაფლიც დადებითად შეფასდა.მისი თქმით, ლაბორატორიისგან დაგვიანებით მიღებული პასუხები პროდუქტის გაყიდვას ხელს უშლის: „თაფლის ვარგისიანობაზე პასუხი ერთ-ორ კვირაში უნდა მივიღოთ და არა რამდენიმე თვეში, როგორც ახლა ხდება, რადგან ამაზეა დამოკიდებული, ბაზარზე გავა თუ არა ჩვენი თაფლი. სანამ პასუხი ჩამოვა, მეფუტკრეები ოჯახიდან ყიდიან თაფლს“.

სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრეებს თაფლის რეალიზებაც უჭირთ. ამ პრობლემის მოგვარების გზას მერაბიშვილი მეფუტკრეების კოოპერატივების გაერთიანებაში ხედავს: „მარკეტები 5-10 ტონას ითხოვენ, ჩვენ კი, რადგან ყველა თავისთვის აწარმოებს, ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს. თუ გავერთიანდებით, ეს საკმარისი იქნება“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

რა იცვლება თაფლის წარმოებაში
ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ [Video]
მეურნე: მაისის თაფლი    [Video]
მეურნე: მაისის თაფლი [Audio]
მეურნე: რატომ უნდა მივირთვათ თაფლი [Video]
ქართულმა თაფლმა ევროკავშირის აღიარება მიიღო
მეურნე: რატომ უნდა მივირთვათ თაფლი [Audio]