FM97.5 / LIVE

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2019
ძეგლთა დაცვამ კორხის ეკლესის საქმეზე, საინიციატივო ჯგუფს, სამუშაოების გასაგრძელებლად, პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება და არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა. კვლევის პროცესი სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდება.

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა

კორხში მდებარე წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიაზე, უნებართვო სამუშაოების განმხორციელებელ საინიციატივო ჯგუფს, ძეგლთა დაცვის სააგენტომ ერთთვიანი ვადა მისცა.

„საინიციატივო ჯგუფს, ვინც განახორციელა უნებართვო მშენებლობა ეკლესიაზე, განვუსაზღვრეთ ერთთვიანი ვადა, რომ მოხდეს პროექტის შეთანხმება, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება იმ პირობით, თუ ისინი, ჩვენი ზედამხედველობით, უზრუნველყოფენ არქეოლოგიური კვლევა–ძიების ეტაპსაც“, – განმარტა ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.
მისი თქმით, კორხის ეკლესიაზე თუ არ ჩატარდება სრულფასოვანი არქეოლოგიური შესწავლის პროცესი, მაშინ სამშენებლო პროცესზე ნებართვა არ გაიცემა.

სოფელ კორხში, წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოები მაისში დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს.

ნახეთ ამავე თემაზე:

‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’– კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ

ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს

'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე

ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე
სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]