FM97.5 / LIVE

სომეხ მეცნიერს საქართველოში შემოსვლასა და დარჩენაზე უარი ეთქვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2019
სომხეთის ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს აშოტ მელქონიანს, „კარწახის“ სასაზღვრო პუნქტიდან საქართველოში შემოსვლასა და დარჩენაზე უარი უთხრეს. შსს-ში განმარტავენ, რომ მან ქვეყანაში შემოსვლის მიზეზი ვერ დაასაბუთა.

სომეხ მეცნიერს საქართველოში შემოსვლასა და დარჩენაზე უარი ეთქვა

სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აშოტ მელქონიანი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის „კარწახის“ გავლით, თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა. საზღვარზე მას საქართველოში შემოსვლა და დარჩენა აეკრძალა.

"არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია. პირიქით, მე ვამტკიცებდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქრისტიანულ ქვეყანას შორის, ძმური ურთიერთობის გარეშე არსებობა შეუძლებელია", - განაცხადა აშოტ მელქონიანმა საინფორმაციო სააგენტო jnews.ge-სთან.

საქმეში სომხეთის საელჩო ჩაერთო, რომელმაც ითხოვა მელქონიანი, ტრანზიტული მგზავრის სტატუსით, საქართველოს გავლით თურქეთიდან სომხეთში გაეტარებინათ. საელჩოს თხოვნის შესაბამისად, ინსტიტუტის დირექტორი სომხეთში გაემგზავრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მელქონიანს უარი ეთქვა საქართველოს კანონის – “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” – მე-11 მუხლის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე“.

კანონონის ეს ქვეპუნქტი ითვალისწინებს, უცხოელს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.

აშოტ მელქონიანი სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორია. იგი ახალქალაქში დაიბადა, სწავლობდა ახალქალაქის N4 სკოლაში, შემდეგ კი განათლების მისაღებად ერევანში გაემგზავრა. მელქონიანს ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობების შესახებ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის საბაჟოზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს
პრეზიდენტობის 21 კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა
საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
გიორგი კვირიკაშვილი სომეხ მეხანძრე – მაშველებს – 'მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძმური დახმარებისთვის'
ორმაგი მოქალაქეობა – ჩიხი თუ გამოსავალი
სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო
თამარ სანიკიძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა