FM97.5 / LIVE

შსს ზესტაფონში ნაპოვნ გოგონებს დღეს გამოკითხავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროსში ამბობენ, რომ არასრულწლოვან გოგონებს, რომლებიც გუშინ დაიკარგნენ და გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს, დღეს გამოკითხავენ.

შსს ზესტაფონში ნაპოვნ გოგონებს დღეს გამოკითხავს
ახლობლები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ ინფორმაციას გოგოების შესახებ

როგორც, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავა აცხადებს, მეცხრე კლასელი გოგონები დილით სკოლაში არ მისულან, ისინი სახლში მშობლებთან ერთად არიან და თავს კარგად გრძნობენ.

„ბავშვები სახლში წუხელ, ხუთ საათზე დააბრუნეს პოლიციელებმა და დღეს სკოლაში ვერ მოვიდნენ. ჩვენ დილით კიდევ გადავამოწმეთ და მშობლებთან ერთად არიან“, – გვიხსნის სკოლის დირექტორი.

ჯულიეტა ჯინჯოლავას თქმით, არასრულწლოვან გოგონებს არ გასაუბრებია და სხვა ინფორმაციას არ ფლობს: „ისინი რომ ჩამოიყვანეს, ჩვენ უკვე სახლში ვიყავით წასულები. არ ვიცი და ვერ გეტყვით, რა იყო მათი დაკარგვის მიზეზი.“

„სამხრეთის კარიბჭე“ დილიდან ცდილობს გოგონებთან და მათ მშობლებთან დაკავშირებას, თუმცა ისინი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძიება გრძელდება და დღეს, შვიდ ივნისს დღის განმავლობაში მეცხრეკლასელი გოგონები გამოიკითხებიან.

ბორჯომში ორი მეცხრე კლასელი გოგონა გუშინ, ექვს ივნისს დილით დაიკარგა. ისინი ცხრა საათზე გაკვეთილზე არ გამოცხადდნენ, ამიტომ სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს შეატყობინა.მშობლებმა და მასწავლებლებმა არასრულწლოვნების კვალს რომ ვერ მიაგნეს, პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა მეცხრე კლასელებს ზესტაფონში მიაკვლიეს.

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

'დაკარგული' ბორჯომელი გოგონების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ დანაშაული არ იკვეთება
ბორჯომში დაკარგული გოგონები იპოვეს
ბორჯომში 'დაკარგული' გოგონების საქმეზე ძიება შეწყდა
ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ
დაკარგული გოგონების მშობლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
მე–12 კლასელებს ახალციხის მეორე სკოლაში ალკოჰოლური სასმელის შეტანისთვის ედავებიან
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო