FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი: 'მოვუწოდებ ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა'

მთავარისამართალი 10.09.2013
წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დევნა.

ვანო მერაბიშვილი: 'მოვუწოდებ ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა'
"გუშინ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომელშიც მე პირადად ბიძინა ივანიშვილი დავადანაშაულე ჩემს მიმართ პოლიტიკურ დევნაში, დღეს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა ბიძაჩემს, ლევან თუმანიშვილს. ხვალ გაიმართება სასამართლო, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ხელისუფლებისა ზეწოლა მოახდინონ პირადად ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრების და ნათესავების დევნის გზით. ლევან თუმანიშვილი, რომელიც 68 წლის არის და ასაკის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ერთხელ უკვე იყო ამავე აბსურდულ საქმეზე ბრალდებული და დღეს გირაოთი არის გათავისუფლებული.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა, ვინაიდან ეს ბრძოლა მათთვის უშედეგოდ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ სამართალი მაინც იზეიმებს.

17:30 საათზე ჩვენი ოჯახის ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვისა და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ფაქტებზე შპს „ტაო“–ს ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2012 წლის 14 დეკემბერს დააკავა. იგი გირაოს, 50,000 ლარის სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება, მერაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, 9 სექტემბერს, ვანო მერბიშვილმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მის წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდების თაობაზე სასამართლო პროცესის დაწყებაზე საუბრობს.

"ძალიან კარგად მესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ. ისიც მესმის, რომ ჩემი დაპატიმრება მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასასუსტებლად და მოახლოებული არჩევნების წინ ჩვენი პარტიის რიგებში დაბნეულობისა და დეზორგანიზაციის შემოსატანად", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგამოძიებო სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავა
ვანო მერაბიშვილის ბიძის საქმეზე დღეს მოწმეები დაკითხეს
ლევან თუმანიშვილის სასამართლო პროცესებზე მოწმეები არ ცხადდებიან
ახალციხის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის ბიძა გაამართლა
ლევან თუმანიშვილის  ადვოკატი: „ბრალდების მხარე საქმის განხილვას აჭიანურებს“
ვანო მერაბიშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება
ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები და დოკუმენტები ლევან თუმანიშვილის სასამართლო პროცესზე