FM97.5 / LIVE

ბაღი, რომლის გახსნას ხუთი წელი ელოდნენ, წყლის გარეშეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2019
წყალი არ აქვს საბავშვო ბაღს, სადაც სოფლის 30–35-მა ბავშვმა უნდა იაროს. სოფელ ხულგუმოს სკოლამდელი ასაკის მოზარდები ისევ საბავშვო ბაღის გარეშე რჩებიან.

ბაღი, რომლის გახსნას ხუთი წელი ელოდნენ, წყლის გარეშეა
ფოტო:jnews.ge

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში, საბავშვო ბაღი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ დრომდე სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს. მიზეზად წყალი სახელდება. აღმოჩნდა, რომ მშენებლობა დამთავრდა, საბავშვო ბაღს კი წყალი არ მიეწოდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ანაიდა ასატრიანი ამბობს, რომ წყლის გარეშე ბაღი არ გაიხსნება.

„უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რათა, დაახლოებით 30–მა თუ 35–მა ბავშვმა, რომლებიც ახლა ახალქალაქში დადიან ხულგუმოდან, საკუთარი სოფლის ბაღში შეძლონ სიარული“.

ხულგუმოს ბაღის მშენებლობა და კეთილმოწყობა დაახლოებით ხუთი წელი მიმდინარეობდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მანაგოზიანი ამბობს, რომ ბაღში წყალგაყვანილობა გაკეთებული იყო და წყალიც მოდიოდა. სავარაუდოდ, წყალი ზამთარში გაიყინა, რამაც მილები დააზიანა.

„ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რათა დადგინდეს ზუსტი მიზეზი, თუ რატომ არ მოდის ბაღში წყალი. შემდეგ, თუ საჭირო იქნება, გამოცხადდება ტენდერი, აღმოიფხვრება ეს პრობლემაც და უახლოეს მომავალში, სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი ექნება“, – განაცხადა არმენ მანაგოზიანმა.

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [R]
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბორჯომში, სოფელ დვირში საბავშვო ბაღი შენდება