FM97.5 / LIVE

'პოლიციამ უნდა იმოქმედოს თავშეკავებულად' - სომხური არასამთავრობოების საბჭო ახალქალაქის ინციდენტზე

მთავარისიახლე 07.06.2019
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში მომუშავე სომხური არასამთავრობოების საბჭო გუშინდელ ინციდენტზე მიმართვას ავრცელებს. ორგანიზაცია სამართალდამცველებს მოუწოდებს, იმოქმედონ თავშეკავებულად, არ გამოიყენონ ძალა და თავი აარიდონ სიტუაციის ესკალაციას.
საბჭო მიმართვაში აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ჯავახეთში არაერთხელ მომხდარა.

'პოლიციამ უნდა იმოქმედოს თავშეკავებულად' - სომხური არასამთავრობოების საბჭო ახალქალაქის ინციდენტზე

„თვითმხილველთა მონაყოლითაც და ვიდეოკადრებითაც ირკვევა, რომ შეიარაღებულმა პოლიციელებმა ძალა გამოიყენეს უიარაღო მოქალაქის მიმართ. სამართალდამცველებმა არ გაითვალისწინეს ის, რომ შემთხვევის ადგილას დაშავებულთა ოჯახის წევრები, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ, ძირს დააგდეს ახალქალაქის მცხოვრები მეხაკ ხაჩატრიანი და დამამცირებელი ფორმებით სცემეს მას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ახალქალაქის საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ავრცელებს.
„საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცველ ორგანოებს გამოიჩინონ განსაკუთრებული თავშეკავება, რათა გამოირიცხოს არასათანადო ძალის გამოყენების შემთხვევები და სხვა დამამცირებელი ფორმის ძალადობა უბრალო სომეხი მოსახლეობის მიმართ. ამგვარმა ქმედებამ შეიძლება ძალიან დაძაბოს ვითარება სომხებით დასახლებულ რეგიონებში, გააღრმავოს მოსახლეობის უნდობლობა ქვეყნის ხელისუფლებისა და სამართალდამცველი ორგანოებისადმი და ასევე, ქვეყანა მიიყვანოს დესტაბილიზაციამდე“.

ინციდენტი, რომელსაც არასამთავრობოები ამ განცხადებით გამოეხმაურნენ, ახალქალაქის ცენტრში გუშინ, ექვს ივნისს მოხდა. ორი მოქალაქის დაკავების მცდელობას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულები ამ დროისთვის ხელწერილით არიან გათავისუფლებულები.

[sknesw.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ორი მოქალაქის დაკავებას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა
საპატრიარქო: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს'
ახალქალაქში დაკავებული 2 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს
აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა და აფეთქდა
'სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო' ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს
ცესკო: ახალქალაქის ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ