FM97.5 / LIVE

ბორჯომში დაკარგული გოგონები იპოვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2019
ბორჯომში 6 ივნისს დაკარგული მეცხრეკლასელი გოგონები, ქალაქ ზესტაფონში იპოვეს. ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ბორჯომში დაკარგული გოგონები იპოვეს

მოზარდები 7 ივნისს, ღამის 01:00 საათზე სამართალდამცველებმა იმერეთში, ქალაქ ზესტაფონში ნახეს.

„ზესტაფონში ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ და კამერების მეშვეობით მიაგნეს პოლიციელებმა. ორივე მათგანი კარგად არის“, – ამბობს ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავა.

გოგონების პოვნის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც: „ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

'დაკარგული' ბორჯომელი გოგონების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ დანაშაული არ იკვეთება
შსს ზესტაფონში ნაპოვნ გოგონებს დღეს გამოკითხავს
ბორჯომში 'დაკარგული' გოგონების საქმეზე ძიება შეწყდა
დაკარგული გოგონების მშობლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ
მაშველებმა ბორჯომის ტყე–პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ახალციხეში დაკარგული ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს