FM97.5 / LIVE

'ფსიქიკური ნაკლი არ აქვს' – ექსპერტის დასკვნა ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულზე

მთავარისიახლე, სამართალი 06.06.2019
დღეს, 6 ივნისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლოზე, მოკლულის ახლობელი დაიკითხა და პროკურორმა რამდენიმე წერილობითი მტკიცებულება წარმოადგინა. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულს საკუთარი ქცევის გაკონტროლება შეუძლია.

'ფსიქიკური ნაკლი არ აქვს' – ექსპერტის დასკვნა ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულზე

პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა დღევანდელი პროცესისათვის ექვსი მოწმე დაიბარა, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი, მოკლულის ახლობელი, 1979 წელს დაბადებული ვ.ა გამოცხადდა.

მოწმემ თქვა, რომ ის და მოკლული ხ.თ ერთად ხშირად მიდიოდნენ ფარავნის ტბაზე და რამდენიმე საათის განმავლობაში თევზაობდნენ.

პროკურორმა მოწმეს სთხოვა, გაეხსენებინა, თუ რა უამბო გარდაცვლილმა, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ბრალდებულსა და მოკლულს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

„ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა ადრინდელი დაპირისპირების დროს მოკლული მანქანაში იჯდა, ეს ბრალდებული მივიდა და ეუბნებოდა, ვიცი, რომ გინდა ნავი იყიდოო, ჩემთან იმუშავე, ცხვრები გაპარსე და მერე ფულს მოგცემო. მე როგორც გეუბნები, ისე უნდა ქნაო. ამ დროს თან დაარტყა. მერე ისიც გადმოვიდა მანქანიდან და ცემა ბრალდებული“,– ჰყვება მოწმე.

ამის შემდეგ კი, მკვლელობის დღე გაიხსენა და თქვა, რომ იმ დღეს, 2018 წლის 3 დეკემბერს დილით მოკლულთან ერთად იყო.

„ჩვენ დილიდან ვთევზაობდით, მერე მანქანით წამოვიყვანე, მაგას ხომ ადრინდელი ჩხუბის გამო პირობითი ჰქონდა და სახლში მიდიოდა, უნდა გამოეცვალა და მერე პოლიციაში მისულიყო ხელის მოწერაზე. ჩამოვსვი მანქანიდან და წავედი. ორი საათის შემდეგ გავიგე, რომ მოკლეს და შემდეგ მის მამას დავურეკე და შევატყობინე, რომ ესროლეს. ვიცი, რომ როცა ხ.თ–ს ესროლეს, მანქანაში ჩაუსვამთ, საავადმყოფოში მიყავდათ. ჩვენც მანქანით წავედით, სოფელ არაქალამდე არ ვიყავით მისულები, რომ შემოგვხვდა ის მანქანა, რომელშიც მოკლული იყო. უკვე დაგვიანებული იყო, გარდაიცვალა“,–იხსენებს მოწმე.

ამის შემდეგ კი ბრალდების მხარემ ის წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელიც დაცვის მხარემ სადავოდ გახადა. მათ შორისაა ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებული გ.მ–ს ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბარლდებული და მისი ადვოკატი არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში ის ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა.

„გ.მ არაა ფსიქიურად დაავადებული. მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს საკუთარ ქცევებს. მისი ქცევები არის გაცნობიერებული. დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ქცევაზე“, – ნათქვამია პროკურორის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში.

პროკურორის მიერ გამოძახებული ექვსი მოწმიდან სამმა სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა , რის გამოც მამუკა ქომოშვილმა მოსამართლე გია ბერაიას შუამდგომლობით მიმართა, რომლის მიხედვითაც მოითხოვდა განჩინებას, მოწმეების ძალით მიყვანის შესახებ.

გია ბერაიამ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შემდეგი სასამართლო 11 ივნისს გაიმართება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ძირს ეგდო და ჭრილობაც დავინახე – მოწმე ფოკაში მოკლულის შესახებ
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს
რითი ამოიცნო მოწმემ ახალქალაქში მკვლელობის საქმეში ბრალდებული
პროკურორი: ‘ბრალდებული ნინოწმინდაში მაშინ დააკავეს, სისხლიან იატაკს რომ წმენდდა’
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა