FM97.5 / LIVE

ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ

მთავარისიახლე, შემთხვევა 06.06.2019
ბორჯომში ორ მეცხრეკლასელს ეძებენ, გოგონები სახლიდან დღეს, ექვს ივნისს დილით გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ
ფოტო: ტელეკომპანია ბორჯომი

ბორჯომში ეძებენ ორ მეცხრეკლასელ გოგონას, რომლებიც დილის ცხრა საათზე გაკვეთილზე არ მისულან.

როგორც ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, გოგონები დილით ცხრა საათზე გაკვეთილზე არ გამოცხადდნენ, რის შემდეგაც, ისინი კლასის დამრიგებელმა მოიკითხა, თუმცა გოგონებს ტელეფონით ვერ დაუკავშირდა.

„ამის შემდეგ მშობლებს დავურეკეთ, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ბავშვები დილიდან სახლიდან გამოვიდნენ და სკოლაში წამოვიდნენო. ისინიც და ჩვენც ვრეკავდით, თუმცა ტელეფონები გათიშული ჰქონდათ. შემდეგ პოლიციას გამოვუძახეთ“, – გვიხსნის სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მეცხრე კლასელი გოგონების ძებნა თერთმეტი საათიდან დაიწყეს და ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ: „ჯერ ვიფიქრეთ, რომ პარკში იქნებოდნენ, რადგან წინა დღეებში ამბობდნენ, რომ პიკნიკზე უნდოდათ წასვლა. ერთ–ერთ მათგანს მშობლისთვის 70 ლარიც გამოურთმევია და როგორც გვეუბნებიან თან აქვს“.

სკოლის დირექტორის თქმით, მოგვიანებით სამართალდამცველებმა ერთ–ერთ მიტოვებულ შენობაში გოგონების გამორთული ტელეფონებიც იპოვეს.

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დაკარგულების მშობლები, სკოლასთან არიან შეკრებილნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში.

ვიდეო: ტელეკომპანია ბორჯომი

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაკარგული გოგონების მშობლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
შსს ზესტაფონში ნაპოვნ გოგონებს დღეს გამოკითხავს
'დაკარგული' ბორჯომელი გოგონების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ დანაშაული არ იკვეთება
ბორჯომში დაკარგული გოგონები იპოვეს
ბორჯომში 'დაკარგული' გოგონების საქმეზე ძიება შეწყდა
ბორჯომში, მდინარე მტკვარში 37 წლის მამაკაცს ეძებენ