FM97.5 / LIVE

„აქ ცხოვრება აუტანელი გახდა“ - მოუწესრიგებელი კანალიზაცია მეზობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2019
ახალციხეში, მესხეთის ქუჩის 25 და 27 ნომერში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, მათი მეზობლის კანალიზაცია საერთო ეზოს ტბორავს.

„აქ ცხოვრება აუტანელი გახდა“  - მოუწესრიგებელი კანალიზაცია მეზობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება

ბაღდასაროვები პრობლემას აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ კანალიზაციის მოწესრიგება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

„წლებია საკანალიზაციო სისტემა არ აქვთ და ფეკალური მასები საერთო ეზოში ჩადის, მატერიალურად უჭირთ და ვერ აკეთებენ, მაგრამ ასე ცხოვრება გაუსაძლისია. სარეცხს ვერ ვფენთ, ბავშვები აივანზე ვერ გაგვყავს,“ - ამბობს ბაღდასაროვების მეზობელი თამარ გოგოლაძე.

კიდევ ერთი მეზობლის, ელზა მაისურაძის თქმით, პრობლემის მოგვარება მერიასაც სთხოვეს: „მერიის თანამშრომელი იყო მოსული და წყალკანალსაც შევატყობინეთ. თქვეს, ჩვენ არ გვეხებაო და ცხვირზე ხელმოკიდებული წავიდნენ. მეზობელს ისიც შევთავაზეთ, მოგეხმარებით და გავაკეთოთო, მაგრამ ამბობენ, ჩვენ არ გვაწუხებსო“.

ბაღდასაროვების ოჯახი მესხეთის ქუჩაზე, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებულ სახლში ცხოვრობს. მიშა ბაღდასაროვის თქმით, პრობლემა გაჭედილი საკანალიზაციო მილიდან მოდის: „ამას მარტო ვერ გავაკეთებ, წყალკანალის უფროსს ვთხოვე ტრაქტორი მოეყვანათ და ლუკი ამოგვეთხარა, მაგრამ მითხრეს, ტრაქტორი არ გვაქვსო“.

გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახურში განმარტავენ, რომ ოჯახს პრობლემა სახლში აქვს და ვერ დაეხმარებიან: „შიგნით უნიტაზიც კი არ აქვთ, კანალიზაცია ქსელზე არ არის დაერთებული, რომ ცენტრალურ მილამდე მივიდეს. შიდა ტერიტორია ჩვენ არ გვეხება, შენობის შიგნით უნდა მოწესრიგდეს და გარეთ გაკეთებაში ჩვენ მივეხმარებით“, - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბესო ფილაური.

სახლში კანალიზაციის გარდა მოუწესრიგებელია სახლის სახურავიც. ოჯახის წევრების თქმით, წვიმის დროს წყალი ჭერიდან ჟონავს: „მერიას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ საკმარისად არ დაგვეხმარნენ, ვერც სახურავს და ვერც კანალიზაციას დახმარების გარეშე ვერ მოვაწესრიგებთ“, - ამბობს მიშა ბაღდასაროვი.

ახალციხის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მესხეთის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემა მისთვის ცნობილი არაა: „ამ საკითხზე არავის მოუმართავს, თუ წერილი შემოვა, რეაგირება აუცილებლად იქნება“, – ამბობს შოთა მერაბიშვილი.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მესხეთის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას უახლოეს დღეებში გაეცნობიან: „ჩვენი შესაბამისი სამსახური რამდენიმე დღეში დაათვალიერებს ადგილს და შესაძლებლობის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას“.

ეზოს ბინადართა თქმით, თუ ბაღდასაროვების საკანალიზაციო სისტემა არ მოწესრიგდება, მეზობლებთან მწვავე კონფლიქტი გარდაუვალია.

„აქ ცხოვრება აუტანელი გახდა“  - მოუწესრიგებელი კანალიზაცია მეზობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე
ახალციხეში ორ ისეთ ქუჩას მოაასფალტებენ, სადაც ჯერ კანალიზაციის ქსელი არ გაუკეთებიათ
ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში
'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება