FM97.5 / LIVE

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2019
ბაღდათი–აბასთუმნის შემოვლითი გზის 60-კილომეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, ნაწილზე კი ტენდერია გამოცხადებული.

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ბაღდათი–აბასთუმნის გზის მონაკვეთის სამუშაოები დაყოფილია შვიდ ლოტად.

„სამ ლოტზე უკვე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები, ერთზე რამდენიმე დღეში დაიწყება, ხოლო დანარჩენ სამ ლოტზე ტენდერია გამოცხადებული საპროექტო სამუშაოებისათვის“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოვლითი გზის მშენებლობის მიზანი ის არის, რომ საკურორტო ზონის ფარგლებში ტრანსპორტმა არ იმოძრაოს და ეკოლოგიური გარემო მაქსიმალურად იყოს დაცული.

აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობა, გასულ წელს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ორი კვირით ისვენებდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანში „ექსპერიმენტის“ ჩატარებას აპირებდა და ელექტრომობილები უნდა შეეყვანა, ამიტომ აქ სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებდა.

ვიდრე ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბაღდათი–აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების პროექტი შეჩერდა. აღნიშნული პროექტით გზის 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდებოდა და ამისთვის 60 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ამ პროექტით სამუშაოები 2020 წელს დასრულდებოდა.

პროექტის შეცვლის შემდეგ, რა თანხა დაიხარჯება და როდის დასრულდება გზის მშენებლობა უცნობია.

ვიდრე, აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამშენებლო და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტზე ავტოპარკინგის მშენებლობისათვის ტენდერი გამოაცხადა, რომელიც, სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, ელექტრომობილების განლაგებასაც ითვალისწინებს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს
ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება
როდის დაიწყება გოდერძის გზის მშენებლობა