FM97.5 / LIVE

ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2019
2018 წლიდან დღემდე ახალციხის ტექდათვალიერების ცენტრში მანქანების 25%-ს ხარვეზი დაუდგინდა. ქვეყნის მასშტაბით კი, ავტომობილის მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს

ახალციხის ტექინსპექტირების ცენტრ „მესხეთში“ ინსპექტირება 2018 წლიდან დღემდე სულ 7 405 მანქანას ჩაუტარდა. მათგან ვარგისი 5 523 (74%)ავტომანქანა აღმოჩნდა, 1 882 (25%) კი დახარვეზდა.

„პრობლემას წარმოადგენს მანქანების გამონაბოლქვი, მუხრუჭები, მაშუქები, სავალი ნაწილი, გაჟონვები და ავტომანქანის ვიზუალური მდგომარეობა. განმეორებით როცა მოდიან, 10-11% შემთხვევაში ხარვეზი აღმოფხვრილია. ყველაზე მეტად პრობლემურია ძველი მანქანები. რეგიონში 90-იანი წლების და უფრო ადრენდელი მანქანებიც ჰყავთ“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ აღდგომელაძე.

მისივე თქმით, ავტომანქანებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ: „გამონაბოლქვი თავისთავად აზიანებს გარემოს, გაჟონვების დროს კი იღვრება სითხე და ასფალტს აფუჭებს. მთელი ეს დათვალიერების პროცესი, ძირითადად, გამონაბოლქვის შემცირებაზე მუშაობაა“.

ტექნიკური დათვალიერებისათვის ახალციხის ცენტრს ყველაზე მეტმა ადამიანმა 2019 წლის თებერვალში მიმართა. ამ პერიოდში, 1 358 ავტომანქანიდან ინსპექტირება 993-მა გაიარა.

2019 წლის მარტამდე სამცხე-ჯავახეთს მხოლოდ ეს ერთი ცენტრი ემსახურებოდა, მარტიდან კი ბორჯომსა და ახალქალაქში „გრინვეის“ტექინსპექტირების მოძრავი ცენტრები გაიხსნა, რამაც „მესხეთში“ მძღოლების მიმართვიანობა შეამცირა.

„ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა“ (IDFI ) ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირება ჩაუტარდა 232 470 ავტომანქანას. მათგან 114 840 დახარვეზდა, 117 640–მა კი ინსპექტირება გაიარა.

ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების 90% გამოშვებულია 2009 წლამდე, მათმა 59%-მა კი ინსპექტირება ვერ გაიარა.

კვლევაში ყურადღება ენიჭება ავტომანქანების მარკებსაც. იმ მანქანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც ინსპექტირება ვერ გაიარა და დახარვეზდა, ასე გამოიყურება:

OPEL – 67 %
HONDA – 59%
NISSAN – 56 %
MITSUBISHI - 56%
FORD – 54 %
BMW - 52%
MERCEDES BENZ – 48%
TOYOTA – 44%

რაც შეეხება მანქანების წლოვანებას:

2000 წლის ჩათვლით გამოშვებული ავტომობილებიდან დახარვეზდა - 45 %
2001-2005 წლებში გამოშვებული ავტომობილები - დახარვეზდა 40%
2006-2010 წლებში გამოშვებული ავტომობილები - დახარვეზდა - 33%
2011-2015 წლებში გამოშვებული ავტომობილები - დახარვეზდა 28%
2016-2019 წლებში გამოშვებული ავტომობილები - დახარვეზდა 21%
2018 წელს, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ჯარიმების ოდენობამ ერთი მილიონი ლარი შეადგინა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი ქვეყანაში ოთხ ეტაპად განხორციელდა. ამ დროისთვის, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შემოწმების გავლა სავალდებულოა.

ინსპექტირების თითოეული ეტაპი შემდეგი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოიცავდა:

I ეტაპი - 2018 წლის 1 იანვრიდან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძღოლის გარდა) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
II ეტაპი - 2018 წ. 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;
III ეტაპი - 2018 წ. 1 ოქტომბრიდან M1 - 3.0 ან მეტი მოცულობის ძრავის მუშა მოცულობის მქონე ავტომობილები;
IV ეტაპი - 2019 წ. 1 იანვრიდან - ყველა დანარჩენი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

დღეიდან მანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო
კვირის აქცენტი: ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება [ვიდეო]
რა შემთხვევაში ვერ გაივლიან მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას
სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის
ახალციხეში ტექინსპექტირება 562–მა მანქანამ ვერ გაიარა
14 იანვრიდან 'ჭკვიანი' კამერებით დაჯარიმდებიან ავტომობილები, რომლებსაც არ გაუვლიათ ტექნიკური ინსპექტირება
რამდენი ლარით დაჯარიმდებით  თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით