FM97.5 / LIVE

სამი გუბერნატორის 'სამი წრე დედამიწის გარშემო'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.06.2019
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები, საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, IDFI - ის კვლევაზე კომენტარს აკეთებენ. მათი მტკიცებით, ბოლო ორ წელში დახარჯული საწვავი და განვლილი მანძილი, რომლითაც ისინი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობენ, მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ხმარდებოდა.

სამი გუბერნატორის 'სამი წრე დედამიწის გარშემო'

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორზე გაპიროვნებულმა ავტომობილმა, 2017-2018 წლებში, სხვა სახელმწიფო რწმუნებულებისგან განსხვავებით, ყველაზე დიდი მანძილი დაფარა.

კვლევის მონაცემებით ირკვევა, რომ 2017 წელს გუბერნატორი ყოველდღიურად, საშუალოდ 161 კილომეტრს ფარავდა, 2018 წელს კი - 185 კილომეტრს.

საერთო ჯამში, მანძილის დასაფარად დახარჯული საწვავის ოდენობა 20 591 ლიტრს შეადგენს, ხოლო განვლილი კილომეტრების სიგრძე 126 621 კილომეტრია. ეს დაახლოებით იმდენია, რაც დედამიწის სამჯერ შემოვლისთვის არის საჭირო.

2017-2018 წლებში სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე აკაკი მაჭუტაძე, კახა სამხარაძე და ბესიკ ამირანაშვილი მუშაობდნენ.

მათგან აკაკი მაჭუტაძე გუბერნატორად 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით მუშაობდა. შემდეგში იგი კახა სამხარაძემ ჩაანაცვლა, რომელიც რეგიონს ხუთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2018 წლის აგვისტოდან დღემდე კი, გუბერნატორის პოსტს ბესიკ ამირანაშვილი იკავებს.

საკვლევი ორწლიანი პერიოდიდან, წელიწადი და სამი თვე აკაკი მაჭუტაძის ხელმძღვანელობას ემთხვევა. მაჭუტაძე ამბობს, რომ ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია: „შეიძლება ლიმიტი იყოს მაგდენი, მაგრამ რეალობაში არ გახარჯულა. სამხარეო ადმინისტრაციას მიმართეთ დეტალური ინფორმაციისთვის. იქ განვლილი კილომეტრებიც არის, ისიც ზეთი საიდან სადამდეა გამოცვლილი და რა საწვავია გახარჯული“.

კვლევის მიხედვით, 2017-2018 წლებში, გუბერნატორის მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტი 700-დან 1 500 ლიტრამდე მერყეობდა.

2017 წლის განმავლობაში გუბერნატორისთვის გაცემულმა საწვავმა 10 107 ლიტრი შეადგინა, 2018 წელს კი - 10 484 ლიტრი. ამ დრომდე, ავტომობილებზე საწვავი, ყოველთვიური დარიცხვის ან საწვავის ტალონით, სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის განკარგულებით გაიცემა.

კვლევის მიხედვით, ქვეყნის შვიდ გუბერნატორს შორის, 2018 წელს ყველაზე დიდი მანძილი დაფარა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ავტომობილმა - 67.6 ათასი კილომეტრი.

კახა სამხარაძე, რომელიც ამავე წელს ყველაზე დიდხანს, ხუთი თვის განმავლოაბში მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულობის პოსტზე, ამბობს, რომ IDFI - ის კვლევა არ უნახავს, თუმცა გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, საწვავს მხოლოდ სამსახურეობრივი საქმიანობის შესასრულებლად ხარჯავდა: „ჩვენი პირადი საქმისთვის არ გამოგვიყენებია სატრანსპორტო საშაულება, მით უმეტეს – სახელმწიფო საკუთრება. ყველა გასვლა გაწერილი იყო საქმესთან დაკავშირებით. ძირითადად, ჯავახეთისკენ დავდიოდით და ყველაზე შორი გზა ეგ იყო“.

იგი ავტომანქანისა და საწვავის პირადი ინტერესებისთვის მოხმარებას გამორიცხავს, რადგან ყოველივე ტექნოლოგიურ კონტროლს ექვემდებარებოდა.

„როცა პროექტები მიმდინარეობს რეგიონში, უნდა გახვიდე და ზედამხედველობა გაუწიო, თავისთავად მოძრაობ მანქანით. მანქანებს „ჩიპები“ აქვს და საწვავის ჩასხმის დროს, მისი აღრიცხვა მიმდინარეობს. ყველას თავისი ლიმიტი ჰქონდა, მისი კონტროლირება ადვილად შეიძლებოდა. ვერაფერს ისე ვერ გავხარჯავდით, რაც საქმესთან დაკავშირებული არ იყო“, - ამბობს სამხარაძე.

კვლევის მიხედვით, ბოლო ორ წელში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორზე გაპიროვნებული ავტომობილებია:

-Toyota Landcruiser LC-150, რომლის ღირებულებაა 105 100 ლარია;
-Toyota Camry , რომელიც 60 000 ლარი ღირს; ,
-MersedesBenz G500, რომელიც ადმინისტრაციას დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული.

კვლევაში წერია, რომ გუბერნატორი Mersedes-Benz G500 მოდელის ავტომობილით სარგებლობს.

მხარის მოქმედი რწმუნებული კვლევის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ მთავრობამ საკუთარი პოზიცია, ოთხ ივნისს, მთავრობის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის ბრიფინგით დააფიქსირა. სუბარმა განაცხადა, რომ რწმუნებულები ხალხს ყოველდღიურად ხვდებიან, ამიტომ მათი საწვავის დანახარჯებიც შესაბამისია.


კველვაში ასევე მოცემულია გუბერნატორის ადმინისტრაციის საწვავის მოხმარების ხარჯებიც, რომლის მიხედვითაც, ბოლო ორ წელში, ქვეყნის ცხრა რეგიონისგან განსხვავებით, სამცხე-ჯავხეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ყველაზე ნაკლები საწვავი მოიხმარა. მათ შორის:

2017 წელს - 38 485 ლიტრი
2018 წელს - 44 256 ლიტრი.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევა, სახელწოდებით „გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები, 2017-2018 წლები“, ცხრა სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 9 რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, 78 ავტომობილია, მათ შორის 9 სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციისაა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორების გავლილი მანძილი ბოლო ორ წელში დედამიწის სამჯერ შემოვლის ტოლია - IDFI
სოზარ სუბარი: გუბერნატორების საწვავის ხარჯები მათი საქმიანობის ადეკვატურია
გამოკითხვა: როგორ აფასებთ გუბერნატორის ოთხწლიან მუშაობას [Video]
კახა სამხარაძე : ‘ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლებს დავიმატებთ’
სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გამგებლად
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
სამცხე–ჯავახეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი თანამშრომლებს ეცნობა