FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.06.2019
ერთი წელია დრამწრის უმცროსკლასელები მესხეთის თეატრში ჯადოსნურ გმირებს აცოცხლებენ. ისინი აქ მსახიობის ხელოვნებას ეუფლებიან და ერთწლიანი რეპეტიციების შემდეგ, მაყურებლის წინაშე, ზღაპრული სამყაროს გასაცოცხლებლად ემზადებიან.

მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები

მესხეთის თეატრის დრამატული წრე ერთი წლის წინ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლია სულუაშვილის ინიციატივით შეიქმნა. სამსახიობო ოსტატობას ბავშვებს პროფესიონალი მსახიობი, მანანა ბერიძე ასწავლის. წრეს ამჟამად ცხრამეტი, 15 წლამდე ასაკის მოსწავლე ჰყავს.

დრამწრის მოსწავლეები რეპეტიციებს კვირაში რამდენჯერმე გადიან. დღეს, ოთხ ივნისს პირველ წარმოდგენას გამართავენ, ლია სულუაშვილის მიერ დადგმულ „მგელი და ციკნების“ ზღაპარში პატარა მასხიობები ციკნები არიან. სპექტაკლისთვის ბავშვები ბოლო ერთი კვირა ყოველდღიურად რეპეტიციობდნენ.

„ძალიან მიყვარს დრამწრეზე მოსვლა, აქ როცა მოვდივარ ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები. მგლის და ციკნის სპექტაკლში ცელქი ციკანი, სახელად კინკილიკო ვარ“. - გვიყვება რვა წლის სანდრო.

მალე კიდევ ერთი საბავშვო სპექტაკლი, მხოლოდ დრამწრის მსახიობების მონაწილეობით გაიმართება. მსახიობები მაყურებელს წითელქუდას ზღაპარს შესთავაზებენ.

სპექტაკლში მთავარი გმირი რვა წლის ანანოა. მსახიობის ნიჭი მაქვს და აქ ამიტომ მოვედიო ამბობს: „სკოლის მერე სულ აქ ვარ, ბავშვობიდან მაქვს მსახიობის ნიჭი და ძალიან მინდა მსახიობი ვიყო, ჩვენს შემდეგ სპექტაკლში წითელქუდა ვიქნები“.



დრამატულ წრეზე ბავშვები მეტყველებას, მოძრაობის პლასტიკას, სიმღერას და გრიმის გაკეთებას სწავლობენ. დრამატული წრის პედაგოგის, მანანა ბერიძის თქმით, წრეზე თავიდან ბევრად მეტი ბავშვი მივიდა, მაგრამ ყველა არ დარჩა.

„სპექტაკლი ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, მხოლოდ ტექსტის დაზეპირება არ კმარა, ბავშვებს ერთდრულად რამდენიმე მიმართულებით ვასწავლით. „მგელი და ციკანი“ ბავშვებმა ერთ კვირაში მოამზადეს, ამისთვის მათი მადლიერი ვარ“.

ბავშვებისთვის სამსახიობო ოსტატობის სწავლება მესხეთის თეატრში 20 ლარი ღირს, ინვენტარისა და სხვა ხარჯებს მესხეთის თეატრი ფარავს.

პედაგოგის თქმით, ბავშვების სცენაზე გამოჩენის შემდეგ, დრამწრით ქალაქში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება: „მაჩერებენ ქუჩაში და მეკითხებიან, ბავშვი როდის მოვიყვანოთო, სექტემბრიდან ახალ ნაკადს მივიღებთ და ყველას შეეძლება თავის პატარის მოყვანა“.



მანანა ბერიძე ბავშვებთან მუშაობით ბედნიერია, რადგან თეატრის მაგიური გარემო ბავშვებს კომპლექსების დაძლევასა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებაში ეხმარება: „ზოგს მეტყველება უჭირს, ზოგს სხვა რამ, მაგრამ ბავშვს უარს არ ვეუბნებით, რომ სული არ დავუზიანოთ. თუ მოინდომებენ, აქ ყველაფრის სწავლა და გამოსწორება შეიძლება. თეატრის სივრცეში ბავშვები შინაგანად თავისუფლები ხდებიან“.

საბოლოო რეპეტიციის შემდეგ, სპექტაკლი მაყურებლისთვის მზადაა. დარბაზი სტუმრებით თითქმის სავსეა, „ციკნები“ კულისებში არიან, რამდენიმე წუთში მესხეთის თეატრის დიდ დარბაზში, მაყურებელს „მგლისა და ციკნების“ თავგადასავალს მოუყვებიან.



მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები

მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები

მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები

მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები

მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრის მსახიობი დააჯილდოვეს
მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
„ნორა“– მესხეთის თეატრში პრემიერაა
რას ჰპირდება მესხეთის თეატრი მაყურებელს აგვისტოში
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში