FM97.5 / LIVE

საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 04.06.2019
ახალციხესა და ასპინძაში საქონლის ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ თითოეულ მათგანს 30 000 – 30 000 ლარის გადახდა დააკისრა.

საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს  სასამართლომ გირაო შეუფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, ოთხ ივნისს იმსჯელა.სამივე დაკავებული ბრალს აღიარებს.

სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ დარბაზშივე გათავისუფლებაზე, ბრალდების მხარემ კი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

„მოსამათლემ ორივე მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, დაკავებულებს გირაო შეუფარდა თუმცა, ვიდრე არ გადაიხდიან პატიმრობაში დარჩებიან“,–ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

ახალციხესა და ასპინძაში საქონლის ქურდობისათვის დაკავებული ახალგაზრდები ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 3–იდან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს–ში ამბობენ, რომ ბრალდებულები 19–20 წლისები არიან. მათ ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა დროს, ადგილობრივებს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარეს.

ბოლო შემთხვევა გასულ კვირას ასპინძაში მოხდა. ბოლო ორ თვეში ღობიეთის საძოვრებიდან შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს.სამართალდამცველებმა ახალგაზრდები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალი საქონლის რეალიზაციას ცდილობდნენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

03.08.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს–მ ახალციხესა და ასპინძაში საქონლის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
საქონლის ქურდობაში ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო გაფორმდა
ასპინძაში შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს
8 მაისის ღამეს ახალციხეში დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს
'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს