FM97.5 / LIVE

მოსწავლის დასჯა ‘პენალით’

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.06.2019
ახალციხის მეორე სკოლის მათემატიკის პედაგოგის საქმეს მანდატურის სამსახური და სკოლის დისციპლინარული კომიტეტი სწავლობს. „სამხრეთის კარიბჭეს“ წყარო ჰყვება, რომ პედაგოგმა მოსწავლეს უდიერად მიმართა და ე.წ. პენალი ესროლა, პენალიდან შემთხვევით გამოვარდნილმა მაკრატელმა კი ბავშვს ხელი გაუკაწრა.

მოსწავლის დასჯა ‘პენალით’

შემთხვევა 28 მაისს, მათემატიკის გაკვეთილზე მოხდა. „ამის გამო ბავშვი ორი დღე სკოლაში არ მოდიოდა“, - გვითხრეს სკოლაში.

„სამხრეთის კარიბჭესთვის“ ცნობილია, რომ მოსწავლის დედამ დირექტორთან მეორე დღესვე დაწერა განცხადება, თუმცა მას ჩვენთან დეტალებზე საუბარი არ სურს.

„არაფერი, რაღაც პრობლემა იყო, მაგრამ უკვე მოგვარებულია.. განცხადების გაკეთებასაც არ ვაპირებდი, მაგრამ დირექტორმა მითხრა აუცილებელიაო,“ – ამბობს ბავშვის მშობელი.

ორი დღის შემდეგ, მომხდარი სკოლის მანდატურმა მეხუთეკლასელებისგან შეიტყო.

„ჩვენთვის არავის მოუმართავს, ბავშვებისგან გაიგო მანდატურმა და იმ წამსვე გადასცა ინფორმაცია. დავიწყეთ მოკვლევა. პედაგოგსაც ვესაუბრეთ, ის მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადასტურებს,“ – ამბობენ სამსახურში.

დარღვევის ოქმი, რომელიც მანდატურის სამსახურმა დაწერა, სკოლის დირექციამ 31 მაისს მიიღო.

სკოლის დირექტორს, ბელა დიასამიძეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ სურს, ჩვენს შეკითხვებს ის მოკლე ტექსტური შეტყობინებით პასუხობს: „სკოლამ კანონის ფარგლებში განახორციელა შესაბამისი ღონისძიება“.

„იმ თემასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ მოგცემთ. ჩვეულებრივი სამუშაო გაკვეთილი იყო. ყველაფერი ხდება, ასეც ხდება, ისეც, არაფერი არ მომხდარა. სკოლაში სწავლა, განათლება და დარიგებები მიდის. სკოლაა... რომ დავიწყოთ და ყველაფერს ვუკირკიტოთ, აღარაა საჭირო. ძალიან კარგი დირექტორია ბელა დიასამიძე და ასეთ ამბებზე ვინც საუბრობს, მისი ჩაძირვა უნდა. პენალები, ყელსახვევები, წითელი ფერი იქნება თუ სხვა, არაა საჭირო საუბარი“, – ასეთი პასუხი აქვს მათემატიკის მასწავლებელს, რომლის საქმესაც ახლა სკოლის დისციპლინარული კომიტეტი სწავლობს.

კომიტეტის დასკვნას ელოდება ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძე: „ვფლობთ ინფორმაციას ფაქტის შესახებ, ნამდვილად რომ მოხდა. ამ ეტაპზე საკითხს სწავლობენ. შეგვიძლია ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც გვექნება მასალები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაღაც დასკვნამდე მივიდეთ და რეაგირების შედეგად რამე გამოვავლინოთ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

უპირისპირდება თუ არა მეორე სკოლის ახალ დირექტორს მშობლების ნაწილი
მე–12 კლასელებს ახალციხის მეორე სკოლაში ალკოჰოლური სასმელის შეტანისთვის ედავებიან
'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
ახალციხეში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე 'პენლის' სროლას შსს იძიებს
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა