FM97.5 / LIVE

ხუთი ახალციხელი ოჯახი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.06.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ჩიხში მცხოვრები ხუთი ოჯახი ყოფილ რწმუნებულს სასამართლოში ედავება. ისინი სააქციო საზოგადოება „მესხეთისთვის“ 4500 კვ.მ მიწის ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვენ. სარჩელის მთავარი ადრესატი „მესხეთის“ ერთ-ერთი მეწილე, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი და პარლამენტის ყოფილი წევრი ნუგზარ პარუნაშვილია, რომელსაც მოსარჩელეები ტერიტორიის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ.

ხუთი ახალციხელი ოჯახი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ

სადავო ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმე საწარმო მუშაობდა. 80-იან წლებში ობიექტები დაიხურა, 1987 წელს კი ყოფილი საწარმოების მიმდებარედ ხუთი ოჯახი დასახლდა. ერთმა ოჯახმა საცხოვრებლად ძველი საბჭოთა შენობა გადააკეთა, დანარჩენებმა სახლები საკუთარ ნაკვეთებზე აიშენეს, თუმცა ყოფილი საწარმოების ტერიტორიაზეა მათი ეზოები, ავტოფარეხები და ჩიხში მისასვლელი გზა.

აქაურებმა იცოდნენ, რომ ადგილს მესაკუთრე ჰყავდა, თუმცა ის არასდროს უნახავთ. ხუთი ოჯახის მყუდროება ერთი წლის წინ დაირღვა, როდესაც სააქციო საზოგადოება „მესხეთმა“, რომელსაც ყოფილი საწარმოების ტერიტორია, 4500 კვ მეტრი ეკუთვნის, ქონების ელექტრონული რეგისტრაცია მოინდომა და ტერიტორიაზე აზომვითი სამუშაოები დაიწყო. მესაკუთრეს არ დაუმალავს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, იქ მცხოვრებლების ნაწილს ეზოების, ნაწილს ავტოფარეხების, ერთ-ერთ ოჯახს კი შენობის დატოვებას მოსთხოვს.

სასამართლო დავა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. სარჩელი სწორედ იმ ხუთმა ოჯახმა შეიტანა, რომელიც შიშობს, რომ ყველაზე მეტად დაზარალდება. ისინი ამტკიცებენ, რომ „მესხეთმა“ ეს ადგილი თავის დროზე უკანონოდ მიითვისა და მის ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვენ.

სააქციო საზოგადოება „მესხეთის“ ერთ-ერთი მეწილე და მისი ყოფილი დირექტორი ნუგზარ პარუნაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი, რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ახალციხე–ადიგენის ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იყრიდა კენჭს.

ნუგზარ პარუნაშვილი განმარტავს, რომ ჯერ კიდევ 1991 წელს დაარსდა სახელმწიფო გაერთიანება "საქსოფმშენი" ტრესტი N9, რომლის მმართველი თავად იყო. ტერიტორია თამარაშვილის ჩიხში სწორედ ამ გაერთიანებას ეკუთვნოდა. 1995 წლიდან „საქსოფმშენმა“ სახელი შეიცვალა, სააქციო საზოგადოება „მესხეთად“ ჩამოყალიბდა და მისი ქონებაც გადაიბარა.

„სააქციო საზოგადოება 1995 წელს ჩამოყალიბდა, ტერიტორია კი 1998 წელს, იმ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის საფუძველზე დაირეგისტრირა, რომელიც 1992 წელს არის შემდგარი და ესენი ამტკიცებენ, რომ ვითომ ეს ტერიტორიები მაშინ სახელმწიფოს მათ კორპუსების ასაშენებლად გადასცა“,– ამბობს თამარაშვილის ჩიხის მცხოვრები ლეილა ნარიმანიშვილი, რომელმაც საჯარო რეესტრიდან 90–იან წლებში ტერიტორიის რეგისტრაციის დოკუმენტები გამოითხოვა.

მოსარჩელეების ერთ-ერთი არგუმენტი ნუგზარ პარუნაშვილის წინააღმდეგ ის ფაქტია, რომ 1998 წელს, იმ დროს, როდესაც „მესხეთმა“ ტერიტორია დაირეგისტრირა, მისი ძმა, ელიზბარ პარუნაშვილი ახალციხის საჯარო რეესტრის უფროსი იყო. „სწორედ თავისი ძმის დახმარებით მიითვისა ეს 4 500 კვ.მ ტერიტორია. 1000 კვ.მეტრამდე კი პირად სარგებლობაში აქვს და სახლი უდგას“, - ამბობენ მოსარჩელეები.

ნუგზარ პარუნაშვილი ბრალდებებს უარყოფს და თამარაშვილის ჩიხის მცხოვრებლებს, პირიქით, მის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრაში ადანაშაულებს, - „აქ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში გვაქვს, აბა ქონების გადასახადს როგორ ვიხდიდი? თვითონ შევიდნენ და დაისაკუთრეს ყველაფერი უკანონოდ. ამ ტერიტორიაზე არაერთი ობიექტი იყო და ვამუშავებდით, მერე ყველაფერი დაინგრა, ყურადღება აქამდე არ მიგვიქცევია, ესენი კი უკანონოდ შეიჭრნენ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი აიღონ და მოგვცენ საშუალება ელექტრონულად დავირეგისტრიროთ“.

თამარაშვილის ჩიხში მცხოვრებლებმა სასამართლოს 1998 წელს, სააქციო საზოგადოება „მესხეთის“ მიერ ტერიტორიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ ადგილობრივებს განუმარტა, რომ ამ შემთხვევაში ტერიტორიისთვის უნდა იდავოს სახელმწიფომ და არა მათ, რადგან ეზოები თუ საცხოვრებელი სახლები რეგისტრაციაში არ აქვთ და ვერც დაზარალებულად ჩაითვლებიან.

სააპელაციო სასამართლოში სხდომა 14 ივნისს არის ჩანიშნული. მოკვლევას აწარმოებს პროკურატურაც, რომელსაც თამარაშვილის ჩიხის მცხოვრებლებმა რეგისტრაციის კანონიერების დასადგენად ორი თვის წინ მიმართეს.

ხუთი ახალციხელი ოჯახი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ

ხუთი ახალციხელი ოჯახი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ნუგზარ პარუნაშვილი ახალციხე–ადიგენში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დემონტაჟის შემდეგ [ფოტო]
დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა
საჯარო რეესტრი: ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა
თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ
ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა
აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება