FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორების გავლილი მანძილი ბოლო ორ წელში დედამიწის სამჯერ შემოვლის ტოლია - IDFI

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.06.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე გაპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, 2017-2018 წლებში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას, - რწმუნებულების ადმინისტრაციების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ კვლევას IDFI აქვეყნებს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორების გავლილი მანძილი ბოლო ორ წელში დედამიწის სამჯერ შემოვლის ტოლია - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევა 9 სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ 9 რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, 78 ავტომობილია, მათ შორის 9 სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციისაა. ავტომობილების 49% მაღალი გამავლობისაა, ხოლო 46% გაპიროვნებულია კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე;

ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე გაპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებს უსასყიდლოდ გადაეცათ.

2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრი საწვავი, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა 10-10 ათასი ლიტრი დახარჯეს. მთლიანად სამხარეო ადმინისტრაციამ 2017 წელს - 38 485, მომდევნო წელს კი 44256 ლარი დახარჯა.

გასულ ორ წელიწადში 7 გუბერნატორზე გაპიროვნებული ავტომობილების მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა ორ წელიწადში 126 621 კილომეტრი გაიარეს. სამეგრელო–ზემო სვანეთის და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორები განვლილი მანძილის მიხედვით, ცხრა სამხარეო ადმინისტრაციას შორის ლიდერობენ.

2017-2018 წლებში გუბერნატორებზე გაპიროვნებული ავტომობილები,საშუალოდ, ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით, დაახლოებით 150
კილომეტრს გადიოდნენ. მაგალითად, სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი 2017 წელს ყოველდღიურად საშუალოდ – 161 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 185 კილომეტრს ფარავდა.

2017–18 წლებში სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულები იყვნენ: აკაკი მაჭუტაძე, კახა სამხარაძე და ბესიკ ამირანაშვილი. ამირანაშვილი მხარის გუბერნატორად 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა.

IDFI-ს აზრით, 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა - ე.წ. ჩიპი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოზარ სუბარი: გუბერნატორების საწვავის ხარჯები მათი საქმიანობის ადეკვატურია
სამი გუბერნატორის 'სამი წრე დედამიწის გარშემო'
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
ახალციხის საკრებულო და  სამხარეო ადმინისტრაცია ყველაზე ანგარიშვალდებულ უწყებებად დასახელდა
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება
სამცხე–ჯავახეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი თანამშრომლებს ეცნობა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება