FM97.5 / LIVE

მუსლიმები რამაზან ბაირამს აღნიშნავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.06.2019
დღეს, ოთხ ივნისს, მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს, ერთთვიანი მარხვის დასასრულს აღნიშნავს.

მუსლიმები რამაზან ბაირამს აღნიშნავენ

რამაზანის მარხვის დროს, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს, მორწმუნეები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.

გარდა ამისა, მუსლიმები მთელი დღის განმავლობაში კარდაკარ დადიან და დღესასწაულს ერთმანეთს ულოცავენ.

გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამედს, შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.

დღესასწაულამდე მორწმუნეები ერთთვიან მძიმე მარხვაში იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც მათ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებოდათ.

„დასრულდა წყალობის, მიტევებისა და გადარჩენის ერთი მთვარისეული რამაზანი მარხვის თვე. ვისთვის წყალობა იყო, ვისთვის მიტევება, ვისთვის გადარჩენა უზენაესმა ყველა მორწმუნეთა გულებში დაამკვიდროს სიმშვიდე და სიყვარული“, - წერს სოციალურ ქსელში ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

რამაზან ბაირამის დღესასწაული, ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მუსლიმები დღეს რამადან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები რამადან–ბაირამს აღნიშნავენ
რამადანი  – მუსლიმების მარხვის თვე დაიწყო
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმებისათვის რამადანი დაიწყო
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ