FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველის მწვავე შეფასების შემდეგ, ახალქალაქის N2 ბაღს გაარემონტებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.06.2019
ახალქალაქის მერიამ N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ დაიწყო. უწყების ინფორმაციით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კრიტიკული მდგომარეობაა.

სახალხო დამცველის მწვავე შეფასების შემდეგ, ახალქალაქის N2 ბაღს გაარემონტებენ

სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ბაღში მდგომარეობა კრიტიკულია და ვერ პასუხობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების“ მოთხოვნებს“.

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს ფართის სიმცირესა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე: „განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ერთ ოთახში, ასაკის მიუხედავად (3-დან 6 წლამდე), 37 აღსაზრდელია განთავსებული. ამასთან, ეს ოთახი სარემონტოა - ჭერიდან ჩამოდის წყალი, შესაცვლელია ხის იატაკი და ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა. საპირფარეშოში არ არის გათბობა, ელექტოენერგია და ცხელი წყალი. ბავშვები ხელ-პირს ცივი წყლით იბანენ და განათების არარსებობის გამო, საპირფარეშოში შესვლა ეშინიათ. სააღმზრდელო ოთახი სათანადოდ ვერ ნიავდება, ავეჯი ძველი და ამორტიზებულია“.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ასაკობრივ ჯგუფში არ არსებობს სათამაშოები, სახელმძღვანელოები, გასართობი და შემეცნებითი ნივთები.
რეკომენდაციაში წერია, რომ სკოლამდელი განათლების ქართულ ენაზე მიღების მსურველთა რაოდენობა მაღალია, თუმცა იმის გამო, რომ ქართულენოვანი საბავშვო ბაღი არ არსებობს, მათი მოთხოვნა ვერ კმაყოფილიდება, რაც ხელს უშლის სახელმწიფო ენაზე განათლების მიღებისა და სოციალური ინტეგრაციის პროცესს: „უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია საბავშვო ბაღის საერთო სარგებლობის დარბაზიც – ჭერი ავარიულია, იატაკი ერთ ადგილას ჩავარდნილია.“

სახალხო დამცველმა, რეკომენდაციით ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას, 29 მარტს მიმართა.

რეკომენდაციიდან დაახლოებით ორ კვირაში, 19 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ N2 საბავშვო ბაღის რემონტისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, საბავშვო ბაღის რემონტისთვის სავარაუდო თანხად 74 820 ლარი განისაზღვრა. მის ფარგლებში, უნდა მოეწყოს შენობის გარე კიბეები, სველი წერტილები, ელექტროობა, გაგრილების სისტემა, ასევე გარემონტდეს და შეიღებოს ფასადი, შეიცვალოს სამზარეულოს სარეცხი კუთხე და მოეწყოს 70კვ.მ. ფართის საბავშვო მოედანი.

რაც შეეხება ფართის სიმცირეს, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში საკმარისი ფართი არ არის, ამიტომ მცირეწლოვნების სხვა შენობაში გადაყვანა ვერ ხერხდება.

„ამ წელს დასრულდება გარემონტება. სათამაშოების ყიდვას ჩვენ ვერ შევძლებთ. პრობლემა იყო რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთად ისხდნენ, მაგრამ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს და ვერსად წავიყვანთ. მარტო ერთ ბაღში კი არ არის ასეთი პრობლემა, სხვა საბავშვო ბაღებშიც ასეა, ფართის სიმცირეა. სხვა შენობაში კი ადგილის გამოყოფა ვერ ხერხდება“, - აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

წყალთბილაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება
ბაღი, რომლის გახსნას ხუთი წელი ელოდნენ, წყლის გარეშეა
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს