FM97.5 / LIVE

'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 03.06.2019
რატომ ეკეთათ პირველკლასელებს წითელი ყელსახვევები „ანბანის გაცილების“ ზეიმზე - ამის გარკვევას განათლების სამინისტრო ახალციხის მეხუთე სკოლის შემდეგ, უკვე მესამე სკოლაშიც ცდილობს. წითელი ყელსახვევები, რომლებმაც საზოგადოებას საბჭოთა პიონერები გაახსენა, ახალციხის ორ სკოლაში, 27 მაისის ღონისძიებაზე გამოიყენეს.

'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო
„ჩვენი წარმომადგენლები უკვე სკოლაში მუშაობენ, გასაუბრებები მიმდინარეობს პედაგოგებთან და დირექტორთან. როდესაც მოკვლევა დასრულდება საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი“, – განმარტავენ უწყებაში.

ახალციხის მეხუთე და მესამე სკოლების ზეიმები მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ღონისძიების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თეთრ მაისურებზე მოხვეული წითელ ყელსახვევები ქსელის მომხმარებელმა მაშინვე საბჭოთა სიმბოლიკასთან დააკავშირა.

მეხუთე სკოლის ადმინისტრაციაც და ბავშვების მშობლებიც ამბობენ, რომ თეთრი და წითელი საქართველოს დროშის გამო შეარჩიეს, მესამე სკოლაში კი გვპასუხობენ, რომ წითელთან ერთად მოსწავლეებს ლურჯი ყელსახვევებიც ეკეთათ და ეს ფერები თვითონ ბავშვებმა მოისურვეს.

მესამე სკოლის ღონისძიებას ესწრებოდა ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ხმალაძე, თუმცა „სამხრეთის კარიბჭის“ კითხვებს ის რამდენიმე დღეა არ პასუხობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ წითელი ყელსახვევი აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკაა და მისი გამოყენების გამო სამინისტრომ რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს პასუხი უნდა მოსთხოვოს.

ახალციხის სკოლების გარდა სამინისტრო ოზურგეთის სამრევლო სკოლის საკითხსაც სწავლობს. სააგენტო „გურიანიუსის“ ინფორმაციით, სასკოლო ღონისძიებაზე წითელყელსახვევიანმა ბავშვებმა სტალინზე სიმღერაც შეასრულეს - „ყველა სოფელი ცას ეჭიდება, სულ საოცნებო არის გურია, მაგრამ ხიდისთავს აქვს სხვა დიდება _ იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია”.

მოგვიანებით, სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ ასე საბჭოთა კავშირი გააშარჟეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სამინისტრო წითელი ყელსახვევების საკითხს ახალციხის კიდევ ერთ სკოლაში შეისწავლის
პირველკლასელების ზეიმი წითელი ყელსახვევებით
‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო  წითელ ყელსახვევებზე
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
ახალციხის მესამე სკოლაში სომხური ენის დღე აღნიშნეს
მოსწავლის დასჯა ‘პენალით’
ახალციხესა და ახალქალაქში 38 მოსწავლეს კომპიუტერები გადასცეს