FM97.5 / LIVE

ოთხი ათასი მესხის სახელობის ხეივნის მოწყობა დაანონსებიდან ორი წლის შემდეგ იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.06.2019
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ოთხი ათასი მესხის სახელობის ხეივნის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტები მზადდება.

ოთხი ათასი მესხის  სახელობის ხეივნის მოწყობა  დაანონსებიდან  ორი წლის შემდეგ იწყება

აღნიშნულ ქუჩაზე ხეივნისა და სკვერის გაკეთება 2017 წელს დაიგეგმა, ამავე წელს გაკეთდა სკვერიც, თუმცა ხეივნის მოწყობის სამუშაოები გადაიდო.

ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგნიძე განმარტავს, რომ 2017 წელს ხეივნის გასაკეთებლად თანხა გამოიყო, თუმცა სამუშაოების დასაწყებად პროექტი მომზადებული არ ჰქონდათ.

“ამ წელს 330 ათასი ლარი გამოიყო, მე რვა თვეში რაც მოვასწარი გავაკეთე. მოსახლეობასაც ვესაუბრე, საკრებულოს სხდომაზეც გავიტანე“, – ამბობს ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ოთხი ათასი მესხის სახელობის ხეივნის მოსაწყობად, საპროექტო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს. 2018 წელს კი ის ტერიტორია დაასუფთავეს, სადაც ხეივანი უნდა გაკეთდეს.
„იყო დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიდა ხეივნის სამომავლო პროექტს. მერიის თანამშრომლების კონსულტაციისა და მოლაპარაკებების შემდეგ ტერიტორია მოსახლეობამ თავად გაათავისუფლა.

„ამ დროისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტს შპს Modern Architectural Group ამზადებს და როგორც კი მზად იქნება, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე“, – განგვიცხადეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ოთხი ათასი მესხის სახელობის ხეივანის გაკეთების იდეა ექიმ თამაზ მათოშვილს ეკუთვნის.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

9 აპრილის ქუჩაზე  ხეივნის და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს
ახალციხეში ოთხი ათასი მესხის სახელობის ხეივანი გაკეთდება
მტვერსასრუტი მანქანის შეძენის ნაცვლად, ახალციხეში ქუჩებს მოაასფალტებენ
ახალციხეში ცენტრალურ სტადიონის აღდგენა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო