FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2019
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხეში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქ პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი კუთხეა მოწყობილი.

ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

ახალციხის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიებები დღეს, 1-ელ ივნისს, 11:00 საათიდან დაიწყო.

პატარებს შეუძლიათ მათთვის მოწყობილ კონცერტს უყურონ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში, სახე მოიხატონ ან თავად ხატონ სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში.

ღონისძიება, World Vision საქართველოს ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„ამ დღეს ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ. ღონისძიებებს ვმართავთ არა მხოლოდ ახალციხეში, არამედ ვალესა და ადიგენშიც. გვაქვს ე.წ. „მშვიდობის კლუბები“, სადაც მოზარდებს უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემებზე და სწორედ მათი ორგანიზებით მოეწყო დღევანდელი დღე“, - ამბობს World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე.

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ადიგენში
ადიგენში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს ®
ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
1 ივნისის ღონისძიებები ახალციხეში
დასრულდა ტრენინგები გამგებლის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა დაცვის თემაზე