FM97.5 / LIVE

სამინისტრო წითელი ყელსახვევების საკითხს ახალციხის კიდევ ერთ სკოლაში შეისწავლის

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2019
მეხუთე სკოლის მსგავსად, „ანბანის გაცილება“ პირველკლასელებმა წითელი ყელსახვევებით აღნიშნეს ახალციხის მესამე საჯარო სკოლაშიც. ღონისძიებას სკოლის დირექცია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

სამინისტრო წითელი ყელსახვევების საკითხს ახალციხის კიდევ ერთ სკოლაში შეისწავლის

ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელების ღონისძიება 27 მაისს გაიმართა. მომხდარზე ინფორმირებულია განათლების სამინისტრო: „ვიცით და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“.

როგორც სკოლის ფეისბუქ –გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, პირველკლასელების ერთ ნაწილს ზეიმზე თეთრ მაისურებზე წითელი ყელსახვევები უკეთიათ და წითელი კაბები აცვიათ, მეორე ნაწილს კი ლურჯი ყელსახვევები და ლურჯი ფერის კაბები.

იურისტები აცხადებენ, რომ თეთრ მაისურებზე წითელი ყელსახვევების გაკეთება საბჭოთა სიბოლიკის ელემენტების გამოყენებაა, რასაც კანონი კრძალავს.

„თეთრ პერანგთან წითელი ყელსახვევის გამოყენება ეს არის პიონერის სიმბოლო და არ აქვს მნიშვნელობა აქ სხვა ფერებიც იყო თუ არა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე.

სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვი აცხადებს, რომ ზეიმზე გამოსასვლელი კაბის ფერები ბავშვებმა შეარჩიეს.

„წითელი და ლურჯი კაბები უნდოდათ თეთრ მაისურებზე, ნაჭერი მორჩათ და ყელსახვევებიც გაიკეთეს. თვითონ ძალიან მოსწონდათ ეს ფორმა, სხვა არანაირი დატვირთვა ჰქონია და არც გვიფიქრია, რომ საბჭოთა სიმბოლიკას წარმოადგენდა, თორემ პიონერი მეც ვიყავი და კარგად მახსოვს ეს ფორმა“.

პირველი კლასის გაცილების ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძეც ესწრებოდა. „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე: დაინტერესდა თუ არა, რატომ ეკეთათ მოსწავლეებს წითელი ყელსახვევები, ხათუნა ხმალაძემ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვიპასუხა–„მეც გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ნინოობას“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, იგივე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც და სკოლის ადმინისტრაციასაც.

განათლების ექსპერტს სიმონ ჯანაშიას მეხუთე და მესამე საჯარო სკოლებში გამართული ღონისძიებების შესახებ შეფასების გაკეთება უჭირს:"პიონერებისთვის პირველ კლასშიც კი არ გაუკეთებიათ მსგავსი ყელსახვევები. მართლა არ ვიცი რატომ უნდა მოსვლოდათ აზრად მოსწავლეების წითელ ყელსახვევებში გამოწყობა, შეიძლება გაუაზრებლად არის ეს ყველაფერი მაგრამ, არ ვიცი რაში დასჭირდათ".

27 მაისს წითელი ყელსახვევებით პირველკლასელების ღონისძიება აღნიშნეს მეხუთე საჯარო სკოლაშიც. საკითხს განათლების სამინისტრო სწავლობს.

სამინისტრო წითელი ყელსახვევების საკითხს ახალციხის კიდევ ერთ სკოლაში შეისწავლის

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო
პირველკლასელების ზეიმი წითელი ყელსახვევებით
‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო  წითელ ყელსახვევებზე
'ნაციონალების' ოფისების წითელი საღებავით გადაღებვა – შეფასებები ახალციხიდან [Video]
მოსწავლის დასჯა ‘პენალით’
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა