FM97.5 / LIVE

‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო წითელ ყელსახვევებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2019
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, წითელი ყელსახვევებით ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო  წითელ ყელსახვევებზე

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოკვლევა დღეს, 31 მაისს დილიდან დაიწყეს. ამ ეტაპზე სკოლის პედაგოგების გამოკითხვა მიმდინარეობს.

„მედიით შევიტყვეთ ზეიმის წითელი ყელსახვევებით ჩატარების შესახებ და რა თქმა უნდა დავინტერესდით. საბჭოთა სიმბოლიკების და მსგავსი სახის პროპაგანდა არ შეიძლება და აკრძალულია! აუცილებლად ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს და დეტალურად გამოვიკვლევთ რა მოხდა და როგორ მოხდა სკოლაში“, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლაში კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი უწყება, პედაგოგებისა და დირექტორის მიმართ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან, თუ ამ ამბავს სხვა სახის რეაგირება მოჰყვება.

სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით სკოლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან – „მთავრდება სკოლები და სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, ამიტომ ყველა პედაგოგს და დირექტორს მოვუწოდებთ, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემებზე გაამახვილონ ყურადღება და ისეთ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ, რამაც შეიძლება მსგავსი შედეგები მოიტანონ“.

ახალციხის, მეხუთე საჯარო სკოლაში 27 მაისს პირველი კლასის ზეიმი ჩატარდა, სადაც ბავშვებს თეთრ მაისურებზე წითელი ყელსახვევები უკეთიათ. სკოლაში განმარტავენ, რომ მოსწავლეები საქართველოს დროშის ფერებში იყვნენ. იურისტები კი ჩაცმულობას საბჭოთა სიმბოლიკასთან და პიონერის ყელსახვევთან აკავშირებენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

პირველკლასელების ზეიმი წითელი ყელსახვევებით
წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის
'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო
სამინისტრო წითელი ყელსახვევების საკითხს ახალციხის კიდევ ერთ სკოლაში შეისწავლის
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
ახალციხის მეხუთე სკოლაში განათლების სამინისტროს  წარმომადგენლები იმყოფებიან