FM97.5 / LIVE

სოფელ ივლიტაში გმირები გაიხსენეს ®

მთავარისიახლე, რეკლამა 31.05.2019
„დიდება გმირებს“ - ამ სახელწოდებით ივლიტის კულტურის ცენტრში, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ქვეყნისათვის თავდადებულ გმირებს, ღონისძიება მიეძღვნა.

სოფელ ივლიტაში  გმირები გაიხსენეს ®

მოწვეულ სტუმრებს ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, ზვიად გამსახურდიას და გიორგი ანწუხელიძის, ასევე აგვისტოს ომის გმირების ალექსანდრე ზაზაშვილის, რომან ზოიძის, ზაზა ახალკაცის, ბესიკ ნინიაშვილის, ბესიკ კაპანაძის, დევი ჩადუნელის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუხანათურად მოკლული გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შესახებ მოუთხრეს და მათი გმირობის ისტორიები გაიხსენეს. მოსწავლეებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და საგალობლები.

ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დევი ჩადუნელის, ალექსანდრე ზაზაშვილის, ბესიკ ნინიაშვილის და ბოლო დროის ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის დედები და ოჯახის წევრები, რომლებმაც საღამოს ორგანიზატორებს მათი შვილების, ძმებისა და მეუღლეების გასხენებისთვის მადლობა გადაუხადეს. სიმბოლურია, რომ ღონისძიება არჩილ ტატუნაშვილის დედულეთში გაიმართა, რომელსაც უკვე ტრადიციის სახე აქვს, ანალოგიური საღამო აქ გასულ წელსაც მოეწყო, არჩილ ტატუნაშვილის დედა რუსუდან ბაღდოშვილი წარმოშობით სწორედ სოფელ ივლიტიდანაა.

ღონისძიება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ კულტურის გაერთიანებათა დაწესებულებისა და სოფელ ივლიტის კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სოფელ ივლიტის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ შეკრებილებს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს სოფელ ივლიტაში სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მას არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიენიჭება, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

სოფელ ივლიტაში  გმირები გაიხსენეს ®


13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

12.06.2019 ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება

11.06.2019 სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.06.2019 ექსკლუზიური კადრები ანდაში მომხდარი შემთხვევიდან [ვიდეო]

14.06.2019 ანდაში დაჭრილი კაცებიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურია

14.06.2019 ჩაიხედე თამარ მეფის სარკეში...

14.06.2019 საპატრიარქო ლგბტ პრაიდის ჩატარებაზე: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ივლიტაში არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საღამო მოეწყო
‘ტატუნაშვილის დედულეთში სირცხვილია ამ ქალის გვერდით დგომა’  – ენმ ზურაბიშვილზე
"მშვიდობა ომზე მეტია" - ახალციხეში არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
ვალის სამრევლო სკოლამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ადიგენში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
'სჯობდა ტატუნაშვილის სახელი რქმეოდა' – ვალეში ცენტრალური ქუჩა სტალინის სახელობისაა [Video]