FM97.5 / LIVE

ახალციხეში ამერიკული განათლების ფორუმი გაიმართება

მთავარისიახლე, განათლება 31.05.2019
დღეს, 31 მაისს ახალციხე ამერიკული უნივერსიტეტების რეგიონალურ საგანმანათლებლო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

ახალციხეში ამერიკული განათლების ფორუმი გაიმართება

ფორუმს აშშ-ის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) აწყობს.

ფორუმი გამიზნულია მე-9-12 კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, ასევე აშშ-ში აკადემიური და პროფესიული განათლების მიღებით ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

გამოფენის მიზანია სტუმრებს გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები. გამოფენაზე ჩატარდება სემინარები, რომლებზეც დეტალურად მიმოიხილება აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამები, უნივერსიტეტისათვის მიმართვის პროცესი, ჩარიცხვის კრიტერიუმები, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის უნივერსიტეტების ამერიკელი და ქართველი კურსდამთავრებულები, რომლებიც დამსწრე აუდიტორიას გააცნობენ აშშ-ში სწავლის პირად გამოცდილებას, სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობებს და კარიერული განვითარების გზას აშშ-ში განათლების მიღების შემდგომ.

გამოფენის ორგანიზატორია ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი,“ რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ (EducationUSA, www.educationusa.state.gov) საგანმანათლებლო ქსელის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ამერიკული განათლების პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონი) მხარდაჭერით ხორციელდება. გამოფენის პარტნიორია აშშ-ის მშვიდობის კორპუსი.

უნივერსიტეტში ფორუმი 13:00–დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

[sknews.ge]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ახალციხეში სპეციალურ სემინარს გამართავს
საფეხური: სამოქალაქო  განათლების პედაგოგთა ფორუმი [აუდიო]
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება