FM97.5 / LIVE

პირველკლასელების ზეიმი წითელი ყელსახვევებით

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2019
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს „ანბანის გაცილების“ ღონისძიებაზე, წითელი ყელსახვევები ეკეთათ. სკოლაში განმარტავენ, რომ მოსწავლეები საქართველოს დროშის ფერებში იყვნენ. იურისტები კი ჩაცმულობას საბჭოთა სიმბოლიკასთან და პიონერის ყელსახვევთან აკავშირებენ.

პირველკლასელების ზეიმი წითელი ყელსახვევებით

ახალციხეში, მეხუთე სკოლაში პირველკლასელებისათვის ანბანის გაცილების ღონისძიება 27 მაისს გაიმართა.

თეთრ პერანგებსა და წითელ ყელსახვევებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ღონისძიებაზე პატრიოტული ლექსები წაიკითხეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ თეთრ პერანგზე წითელი ყელსახვევი, მიუხედავად სხვა ჩანაფიქრისა, საბჭოთა რეჟიმის სიმბოლიკაა.

„ძალიან მიმსგავსებულია კომუნისტურ სიმბოლიკასთან, რაც აკრძალულია კანონით თავისუფლების ქარტიის შესახებ. ეს აშკარად გავს იმ მოსწავლის ჩასაცმელს, რაც საბჭოთა კავშირში იყო“, – განმარტავს გოცირიძე.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში კანონის დარღვევაზე ვეღარ ვისაუბრებთ, რადგან ბავშვებს ღონისძიება უკვე ჰქონდათ და ის ყელსახვევები აღარ უკეთიათ.

კლასის დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი ამბობს, რომ ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და ამ ღონისძიებას გარდა „ანბანის გაცილებისა“, სხვა დატვირთვა არ ჰქონდა.

„აზრადაც არ მოგვსვლია ბავშვები პიონერივით გამოგვეწყო და საბჭოთა დროინდელი დეტალი გამოგვეყენებინა. ღონისძიება 26 მაისსაც მივუძღვენით და ჩავაცვით საქართველოს დროშის ფერებში. აბა პეპლები და ფართუკები რომ არ მოუხდებოდა? ბუშტებიც თეთრ და წითელ ფერებში გვქონდა და ლექსებსაც სულ სამშობლოზე ყვებოდნენ“, – განმარტავს დამრიგებელი.

იგივეს აცხადებენ პირველკლასელების მშობლებიც.

„ყელსახვევები იმიტომ ავირჩიეთ, რომ არ აქვს ყველას საშუალება რომ შეიკერონ პიჯაკები. თეთრი მაისურები ყველას ჰქონდა, წითელი ფარდა კი მაღაზიაში ვიყიდეთ. ჩვენ, მშობლები ის თაობა ვართ, რომ საერთოდ არ ვიცით ვინ იყვნენ პიონერები“, – ამბობს მშობელი ხათუნა გელაშვილი.

მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე ამბობს, რომ ამ თემით აპელირება სისულელეა:„რა პიონერი?! რატომ უნდა გახსენებოდათ პიონერები?! ფორმებს რაც შეეხება დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილები. 26 მაისთან დაკაშირებით ღონისძიება ჩაატარეს. როგორ კაშნეს და ბენდენას მოიხვევდნენ ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა თეთრი, შავი და წითელი რომ უნდა ცმოდათ ეს ვიცოდი“, – ამბობს ვარდიძე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

12.06.2019 ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება

11.06.2019 სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.06.2019 ექსკლუზიური კადრები ანდაში მომხდარი შემთხვევიდან [ვიდეო]

14.06.2019 ანდაში დაჭრილი კაცებიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურია

14.06.2019 ჩაიხედე თამარ მეფის სარკეში...

14.06.2019 საპატრიარქო ლგბტ პრაიდის ჩატარებაზე: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სამინისტრო წითელი ყელსახვევების საკითხს ახალციხის კიდევ ერთ სკოლაში შეისწავლის
'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო
‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო  წითელ ყელსახვევებზე
ახალციხის ციხე ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება