FM97.5 / LIVE

გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2019
გულო ყურაძე 51 წლისაა. ფიზიკურად შრომობს, უვლის ოჯახს და უძღვება სოფლის მეურნეობას. ჰყავს ორი შვილი – ვენერა და ფრიდონი და მოხუცი მამა.

გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]

მზეს მიფიცხებული ჭრელი კატები აივანზე, ფერადი სუფრა გრძელ მაგიდაზე, ხის კიბეებზე ცალ მხარეს, სიგრძეზე დაწყობილი ყვავილები პლასტმასის ქოთნებში, ნახევრად ამოჭრილი ჭა და თხრილთან მიწოლილი ნაცრისფერი ლეკვი – ყურაძეებს ვსტუმრობთ.

გულო ყურაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს. დაიბადა ყაბარდო–ბალყარეთში, რვა წლის იყო როცა მისი ოჯახი საქართველოში ჩამოვიდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნასაკირალში დასახლდა. 2011 წელს ყურაძეები სოფელ აბასთუმანში გადმოვიდნენ. იყიდეს სახლი და პატარა მიწის ნაკვეთი. სახლი ნახევრად ასაშენებელი და მოსაწესრიგებელი.

რვა წლის შემდეგ სახლს უკვე აივანი აქვს გაკეთებული, ოთახები გარემონტებული, ეზო შემოღობილი და სახლის უკანა მხარეს სათბურიცაა გამართული. ბოსტანიც მოვლილი.

„ქალი სუსტი არსებაოო რომ ამბობენ არაა სწორი, ქალის მხრებზეა ყველაფერი“,– გვეუბნება გულო ყურაძე.

სათბურს ადრიანად ამუშავებს. სამუშაო იარაღი – თოხი და ბარი. შვილებთან ერთად ბარავს, აფხვიერებს მიწას. სათბურში წელს კიტრი აქვს დათესილი. ეზოში კარტოფილი მოჰყავს. მოყვანილ პროდუქტს სეზონზე აბასთუმანში ყიდის.



„იყო მარტოხელა დედა, უვლიდე ოჯახს, უძღვებოდე სოფლის მეურნეობას, რთულია, თუმცა ადამიანი უფრო მეტს შეძლებს რომ მოინდომოს, მეც ასე ვარ“, – ამბობს ის.

პირველად 19 წლის იყო როცა გათხოვდა, სამ წელში შვილთან ერთად მარტო დარჩა.

„ახალგაზრდა ვიყავი, არეული იყო სახელმწიფოში ყველაფერი. ჩაის პლანტაციები იჩეხება, იკარგება კოლმეურნეობა, მინგრეულ–მონგრეულია სახელმწიფო. მეთქი როგორ უნდა გავზარდო შვილი და მაშინ მივხვდი გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და გავაგრძელე ცხოვრება“, – ამბობს ის.

წლების შემდეგ გულო ყურაძე მეორედაც დარჩა მარტო.

„მეორედ ისევ გავთხოვდი, ჩვენებურს გავყევი. 2006 წელს საქართველოში დეპორტით დავბრუნდი. ის არ გამომყვა. არც შვილი უნახავს. არც არაფრით დაგვხმარებია. არც მინდოდა. სხვისი იმედი არ უნდა გქონდეს, შენ უნდა დადგე მყარად ფეხზე, ესაა მთავარი – ჰოდა, ასე გავზარდე ვენერაც და ფრიდონიც“,– გვითხრა მან.

ოჯახში ქალის საქმე კაცის საქმე არ არსებობს. გულოს შვილი ვენერა მეფუტკრეობამ გაიტაცა, ინტერნეტით სწავლობს ფუტკრების მოვლას და მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრის რამდენიმე ოჯახი მოუკვდა, ისევ ცდილობს მათ გამრავლებას.

„ქალი სუსტი არსებაოო ამბობენ, მაგრამ მე მგონია ყველაფერი ქალი მხრებზეა, უფრო მეტად წვალობს ქალი“, – გვითხრა გულო ყურაძემ.

ის სიყვარულზეც გვესაუბრა – „სიყვარულია როცა ადამიანს შეხედავ და ხვდები როგორია ის. მოგწონს მისი ყველაფერი ცუდიც და კარგიც. სიყვარულია როცა მისი სუნიც გიყვარს“.



გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]

[გულო კოხოძე, ნანა ინასარიძე, ადიგენი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]
აბასთუმანში თოფით მიყენებული ჭრილობებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
სვირის 'რწმუნებული' 60 წლის ქალის მდგომარეობაზე: საგანგაშო საქმე არ ყოფილა
'ზამთრის' ცოლები
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება