FM97.5 / LIVE

ახალციხის შვიდ სოფელში ამბულატორია აშენდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ამბულატორიების მშენებლობა იწყება, სამში კი არსებული შენობის რეაბილიტაცია მოხდება. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროდან დაახლოებით 453 000 ლარი გამოიყოფა.

ახალციხის შვიდ სოფელში ამბულატორია აშენდება
აგარის ამბულატორია

ახალციხის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იწყება.

სამ სოფელში, მუგარეთში, სხვილისსა და პატარა პამაჯში სამინისტრო არსებული შენობების რეაბილიტაციას გეგმავს. თითოეულის სავარაუდო ღირებულება 26 000 ლარია.

სოფელ პამაჯის ამბულატორია, მეზობელ სოფლებს, ორალსა და ყულალისსაც მოემსახურება.

რაც შეეხება ახალ ამბულატორიებს, შენობა აშენდება კლდეში, აგარაში, ურაველში, ღრელში, საძელში, თისელსა და ხეოთში.

კლდეში, აგარასა და ურაველში, თითოეული შენობის სავარაუდო ღირებულება 65 000 ლარით განისაზღვრა. ღრელში, საძელში, თისელსა და ხეოთში კი 45 000– 45 000 ლარი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის სულ 453 000 ლარი დაიხარჯება.

„ამბულატორიების ღირებულება ბენეფიციართა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. თანხაც და სოფლებიც ჯანდაცვის სამინისტროში შეირჩა“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება
ნინოწმინდის  ექვს სოფელში ამბულატორია აშენდება
სამცხე ჯავახეთში 6 ამბულატორია აშენდება
ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა
ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია  მიმდინარეობს ®
რომელ სოფელში რა გაკეთდება ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ფარგლებში