FM97.5 / LIVE

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’– კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2019
სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ტაძარი პირვანდელი სახით აღარ არსებობს. ძეგლთა დაცვის სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად, მუშებმა ძეგლის სტატუსის მქონე დარბაზული ტიპის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები განაგრძეს, კედლები ძალაყინით ჩამოანგრიეს, ქვები კი იქვე ეზოში დაასაწყობეს.

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]

„ადგილობრივმა მოსახლეობამ გვთხოვა, რომ დაგვეწყო გადახსნილი კედლის დაშლა. კედლები ერთმანეთს 30 სმ–ით იყო დაშორებული. ჩამოვანგრევთ სადამდეც გახსნილია, ანუ ძირამდე. ძველი აშენებული რაცაა სულ გასაკეთებელია“, – გვითხრა სამუშაოების ზედამხედველმა იური ზედგინიძემ, - „რასაც ეს ხალხი გვეუბნება ვაკეთებთ. გვეტყვიან დაშალეთ დავშლით, ააწყვეთო, ავაწყობთ“.

სოფელში ჟურნალისტების გამოჩენამ ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია: „ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ“.

ეკლესიის გვერდით მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტაძრიდან ქვები ცვიოდა, ამიტომაც მოსწონთ ძეგლის რეაბილიტაცია: ,,კარგია რაც კეთდება, ჩემი ბავშვები აქ თამაშობენ და არ ვიცით როდის დაინგრეოდა ეს შენობა, სულ მეშინოდა, ახლა კარგია, რომ ასე კეთდება“.

„რაც მახსოვს ასეა, აქედან ქვები ცვივა, ბავშვებს კინაღამ მოხვდათ. გვინდა რემონტი, რომ მსხვერპლი არ იყოს. ხალხი სიკეთეს აკეთებს და ეშმაკმა იცის მერამდენე ადამიანი მოვიდა და გვეკითხება ეკლესიის შესახებ და ვის რაში კითხავს რას ვაკეთებთ“, – ამბობს კორხში მცხოვრები შუახნის კაცი.



ადგილობრივების დაფინანსებით ეკლესიაზე სამუშაოები 12 მაისს დაიწყეს.

ძეგლზე უნებართვოდ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ორგანიზებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი იური წარუკიანი ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი 5000 ლარით დააჯარიმა. მიუხედავად ამისა, კორხში სააგენტოს მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და სამუშაოები გააგრძელეს.

იურისტების განმარტებით, ამგვარი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ კომენტარს ხვალ, 29 მაისს გააკეთებენ: „სამუშაო საათები დასრულებულია, ხვალ გავარკვევთ“.

კორხში მდებარე წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის 30 ივნისს მიენიჭა.

XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის.

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]



[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]
‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს
'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს