FM97.5 / LIVE

აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2019
აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაციის დასრულებამ 2022 წლამდე გადაიწია, რადგან ტაძარს თუნუქის ნაცვლად, ქვით გადახურავენ. პროექტში ცვლილება ბიძინა ივანიშვილის აწყურში სტუმრობის შემდეგ შევიდა.

აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აწყურში ცხრა მაისს იმყოფებოდა, ბიძინა ივანიშვილმა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ანთიძესთან, რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან და ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტთან მეუფე თეოდორესთან ერთად დაათვალიერა.

„ივანიშვილი დაინტერსდა რესტავრაციის დეტალებით. ვუთხარით, რომ ტაძარი თუნუქით უნდა გადაგვეხურა, რადგან ქვა შედარებით ძვირი ჯდებოდა. გვითხრა, ტაძრის რესტავრაციას „ქართუ“ ახორციელებს და ამაში ფულს მე ვიხდი, ამიტომ ტაძრის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად თანხებს არ დავზოგავო“, – გვიყვება ერთ–ერთი მშენებელი.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებელი კომპანია „ივერთმშენის“დირექტორი ედიშერ ჯანჯულია აცხადებს, რომ ტაძრის ქვით გადახურვას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ამიტომ სარესტავრაციო სამუშაოები 2020–ის ნაცვლად 2022 წლამდე გადაიწევს.

„იმისათვის რომ ტაძარმა პირვანდელი სახე დაიბრუნოს ქვის კრამიტით უნდა გადაიხუროს, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. პროექტში კი ცვლილებები მას შემდეგ შევიტანეთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გვესტუმრა“, – აცხადებს ჯანჯულია და ამატებს, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის ტაძრის რესტავრაციას დამატებით მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება.

ტაძარის შიდა ნაწილი მთლიანად ხარაჩოებშია ჩასმული, ამ ეტაპზე ნავების გადახურვა მიმდინარეობს.

„ტაძარი გუმბათოვანია, ამიტომ მიმდინარე წელს საძირკველი ჩაეყრება გუმბათის ყელს, მის გარშემო სამუშაოებს დავასრულებთ, მომავალ წელს კი გუმბათის ამოყვანას დავიწყებთ“, – გვიხსნის სამშენებლო კომპანია „ივერთმშენის“ ხელმძღვანელი ედიშერ ჯანჯულია.

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამოყვანილია კედლები და სრულდება აღმოსავლეთ ფასადის მშენებლობა, რომელიც საკურთხეველის მხარეა. აღნიშნულ ფასადს ზუსტად ისეთი ფორმით აღადგენენ, როგორიც X-XI საუკუნეებში იყო. ტაძრის შიდა ნაწილში უკვე ამოყვანილია ექვსივე სვეტი.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. სარესტავრაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება, ვიდრე მას ქვის სახურავის თანხები დაემატება, რესტავრაციისათვის ცხრა მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

აწყური პირველ საუკუნეშივე რელიგიურ ცენტრად იყო ქცეული. ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს მე-10 მე-11 საუკუნეებში. როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბრძანებული აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.

აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება

აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება

აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება

აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა
აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება
ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება
აწყურში სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს
აწყურის ტაძრის რესტავრაცია [Photo]
აწყურის ტაძრის აღდგენა იწყება[Video]