FM97.5 / LIVE

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2019
ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა „ევროპული საქართველოდან“ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებსა და პირველი კვარტლის შესრულების საკითხებს მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლების ნაწილი, ასევე წინა წლის დარჩენილი ნაშთი კითხვებს აჩენს.

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა კენჭი გუშინ, 27 მაისს უყარეს. ცვლილებების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტმა 23 280 691 ლარი შეადგინა. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსული ნაწილი 7 380 691 ლარს შეადგენს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით 15 900 000 ლარს.

რაც შეეხება გასავალს, ცვლილებების შემდეგ, სულ 28 825 923 ლარია, მათგან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები 9 698 923 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები 19 127 000 ლარი.

საკრებულოს წევრი, პარტია „ევროპული საქართველოდან“, ეკა ტატალაშვილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსავლებისა და გასავლების ნაწილი, ასევე დარჩენილი ნაშთი ბუნდოვანია.

„შემოსავალი გვაქვს დაახლოებით 16 მილიონი და გასავალი 19 მილიონი. ეს სამი მილიონი საიდან გაჩნდა? წლის დასაწყისში ნაშთი 700 000 ლარი იყო და ახლა კი გახდა სამი მილიონი. ეს 700 000 ლარი წინა სხდომაზე გავანაწილეთ. მაშინ ის 700 000 რა ნაშთია და ეს სამი მილიონი რომელია?“, - განაცხადა სხდომაზე ტატალაშვილმა.

ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გელა ლომიძის განმარტებით, ბიუჯეტის ნაშთის განაწილება ეტაპობრივად მოხდა: „წინა წლის ნაშთის განაწილება სამ საკრებულოს სხდომაზე მოხდა. ეტაპობრივად გაიწერა, ბოლო იყო 700 000 ლარი“.

დეპუტატებმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ ეკა ტატალაშვილმა და ირინა გელაშვილმა მხარი არც 2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებას დაუჭირეს. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების გეგმამ გამოიწვია.

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, წლიურად 15 361 100 ლარია განსაზღვრული, სამი თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შემდეგ კი შესრულებამ 1 104 300 ლარი შეადგინა.

„მე ამ ანგარიშს შევაფასებ უარყოფითად. იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მუხლში გამოყოფილია 15 მილიონი, სამ თვეში კი გახარჯულია ერთი მილიონი, ამიტომ დამაკმაყოფილებლადაც ვერ შევაფასებ“, - განაცხადა სხდომაზე ეკა ტატალაშვილმა.

ტატალაშვილს ახალციხის მერის მოადგილემ, გურამ მელიქიძემ უპასუხა. მისი თქმით, პირველ კვარტალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი მაღალი რამდენიმე მიზეზის გამო ვერ იქნება.

„პირველი კვარტლის შესრულება, ზოგადად ყველა მუნიციპალიტეტში დაბალია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული მიმართულებით. იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდია და სამუშაოებისთვის ცივა. თქვენ იცით, რომ ჰაერიდან არ ხდება მშენებლობა. მთავრობის განკარგულება უნდა გამოვიდეს ჯერ, 50 დღე მარტო პროექტირებას უნდა. პირველ კავრტალში 15%-იანი შესრულება ნორმალურია“.

საკრებულოს სხოდომაზე ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 1 211 855 ათასი ლარით გაიზარდა. „აღნიშნული თანხა გამოყოფილია რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციისათვის“, - განმარტა სხდომაზე გელა ნოზაძემ.

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის ბიუჯეტს 350 000 ლარი დაემატა, თანხა ვალეს საბავშვო ბაღს მოხმარდება
ახალციხის ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტების ნაშთი 7 409 300 ლარია
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა
ახალციხის თემის ბიუჯეტი, ნაშთის ხარჯზე, 2.390.000 ლარით გაიზარდა
ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებს წელს 230 მილიონი ლარი გამოეყო
რაში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი ბორჯომში