FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2019
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული გათბობა–გაგრილების სპეციალისტი ვეფხია სამსონიძე ციხის ადმინისტრაციის შეთავაზებას არ დათანხმდა. სამსონიძე ამბობს, რომ იგი გათავისუფლებამდე შტატიანი თანამშრომელი იყო, დაბრუნების შემთხვევაში კი ხელშეკრულებას მხოლოდ ექვსი თვით გაუფორმებდნენ.

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან  ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა

„ახალციხის ციხიდან წერილი გამომიგზავნეს დაბრუნებაზე, მაგრამ არ იყო მითითებული იგივე პოზიციაზე მაბრუნებდნენ თუ არა. იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, რომ ეს იყო სეზონური სამუშაო და რამდენიმე თვეში ისევ გამათავისუფლებდნენ“, – ამბობს ვეფხია სამსონიძე.

სამსონიძე, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დავას სასამართლოში აგრძელებს: „სასამართლოს გზით დავიბრუნებ ჩემს სამსახურს“.

მიმდინარე წელს, ახალციხის ციხეზე, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ექვსიდან ორმა სამსახურში აღდგენის და განაცდური საათების ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. მათ შორისაა ვეფხვია სამსონიძე და ყოფილი საქმის მწარმოებლი მაია სამსონიძე, რომლის შტატიც გააუქმეს.

მოგვიანებით, 10 მაისს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს ტურისტული სეზონის დასრულებამდე სამსახურში დაბრუნება შესთავაზა. აქედან სამსახურში მხოლოდ ოთხი მათგანი დაბრუნდა.

ახალციხის ციხის დირექტორის დავით ტაბატაძის თქმით, რადგან ვეფხია სამსონიძემ შეთავაზებაზე უარი თქვა, 27 მაისიდან მის ადგილზე ახალი თანამშრომელი აიყვანა.

მიმდინარე წელს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე დავით ტაბატაძემ, ახალციხის ციხეზე სხვადასხვა პოზიციაზე სამუშაოდ ჯამში ცხრა თანამშრომელი აიყვანა, აქედან ხუთს გასული წლის დეკემბერში ამოეწურათ ხელშეკრულების ვადა.

„ციხეზე ტექნიკურ სამუშაოებზე მუდმივად არავინ არის დასაქმებული და თანამშრომლები სეზონურად იცვლებიან, თუმცა ვდილობთ არცერთი მათგანი არ დავკარგოთ და ყველა დავასაქმოთ. ამ შემთხვევაშიც სეზონის დასრულებამდე ხელშეკრულებით აყვანა სწორედ მათ შევთავაზეთ, ვინც მანამდე იყვნენ გათავისუფლებულები სამსახურიდან“, – განმარტავს დავით ტაბატაძე.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ახალციხის ციხიდან  გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხის ციხე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის საქმეზე მხარეებს მორიგება შესთავაზა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან სასამართლოს ორმა მიმართა
'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი