FM97.5 / LIVE

ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2019
ახალციხეში, წინუბნის ხეობაში მე–14 საუკუნის ბიეთის ტაძარს რესტავრაციას სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ ჩაუტარებს. სამუშაოები სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ბიეთის ტაძრის რესტავრაციის პროექტი, როგორც სააგენტოში, ისე საპატრიარქოში განიხილეს და სამუშაოები მათი მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. მხატვრობის კვალი შემორჩენილია, მისი პირვანდელი სახით აღდგენას დრო და დიდი სამუშაოები დასჭირდება„ – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.

ბიეთის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით, კომპანია „ივერთმშენი“ განახორციელებს. მიმდინარე წელს, სამუშაოების პირველ ეტაპზე, ტაძრის საძირკველს გაამაგრებენ და კედლების ამოყვანას დაიწყებენ.

„ტაძრის მიმდებარედ, მუშებისთვის დროებითი საცხოვრებელი შენდება. წყალს და ელექტროენერგიას მივიყვანთ, შემდეგ კი ტაძრის რესტავრაციას დავიწყებთ. დაახლოებით ორ თვეში სარესტავრაციო სამუშაოებს შევუდგებით“, – განმარტავს კომპანია „ივერთმშენის“ დირექტორი ედიშერ ჯანჯულია.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ტაძრის რეაბილიტაციისათვის 350 000 ლარი დაიხარჯება –„თითოეული ეტაპის სამუშაოების განსახორციელებლად თანხებიც ეტაპობრივად გვერიცხება. წელს ამ თანხით უნდა დავიწყოთ სამუშაოები“.

საერთო ჯამში, რა თანხა დაიხარჯება ბიეთის ტაძრის რესტავრაციაზე უცნობია – „კერძო ფონდი აფინანსებს და ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა სამუშაოებიდან გამომდინარე ცოტა ნამდვილად არ იქნება“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

"ფონდ ქართუში" ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ტაძრის რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბიეთს რესტავრაციის შემდეგ პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

გაწმენდითი სამუშაოები ძეგლს 2018 წელს ჩაუტარდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ბიეთის ეკლესია რესტავრაციისთვის მოამზადეს [ფოტო]
აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება
ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]
აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერება დეკემბრამდე გადაიდო
აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება