FM97.5 / LIVE

ახალციხეში მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საიჯარო ღირებულება, საკრებულოს დეპუტატმა გააპროტესტა. ამბარცუმ ბაბოიანი მიიჩნევს, რომ გადასახდელი თანხა მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის თანაბარი უნდა იყოს.

ახალციხეში მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა

დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე, ქალაქ ახალციხეში სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების განსათავსებლად, შპს „ოპპასა“ და შპს „დაირექტ დებეტ ჯორჯიასთვის“ ტერიტორიის იჯარით გადაცემის შესახებ იმსჯელეს.

მათი განმარტებით, კომპანიებისათვის საიჯარო ქირა 1 კვ. მეტრზე 15 ლარით განისაზღვრა, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის ლუიზა ლომიძისათვის, რომელიც ასპინძის ქუჩაზე, სავაჭრო ჯიხურის განსათავსებლად, ორი წლის ვადით ხუთი კვადრატული მეტრის გადაცემას ითხოვს, 1 კვ. მეტრზე - 4 ლარით.

საკრებულოს წევრი, ამბარცუმ ბაბოიანი მიიჩნევს, რომ საიჯარო ქირა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. „მაშინ გადახდის აპარატებზეც ოთხი ლარი დავაწესოთ. ამხელა განსხვავება როგორ შეიძლება, სამმაგი თანხის გადახდა უწევთ აპარატებზე. ადრეც იყო ეს პრობლემა, აწყურში კვადრატულ მეტრზე 25 ლარი გადაახდევინეთ, ახალციხეში - 30“, - განაცხადა ბაბოიანმა.

საკრებულოში განმარტავენ, რომ საიჯარო ქირა აუდიტის დასკვნის შესაბამისად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით განისაზღვრება.

„აუდიტი ამ დასკვნებს საქმიანობიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე აკეთებს. შეიძლება ეს ორი ობიექტი ერთმანეთის გვერდით იდგეს, მაგრამ მათი საქმიანობიდან გამომდინარე, იჯარის ღირებულება იყოს განსხვავებული. ამ აუდიტის დასკვნას ვეყრდნობით ჩვენც “, - განმარტეს სხდომაზე დეპუტატებმა.

გუშინ, 27 მაისს რიგით მეექვსე საკრებულოს სხდომაზე, დეპუატეტბმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე იმსჯელეს. სამი საკითხი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის საკითხს შეეხებოდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებისთვის ფართი  იჯარით გაიცა
ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონების მფლობელები იჯარას გადაიხდიან
მერია იჯარით გაცემული ტერიტორიიდან ყოველ თვე 400 ლარს მიიღებს
მეტი იჯარა დ ნაკლები აპარატი
ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს
დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ახალციხის საკრებულოში სხდომა ჩაიშალა
ახალციხის მერიამ  ცენტრალურ პარკში ფართი ორი წლით გააქირავა