FM97.5 / LIVE

საკრებულოს დეპუტატმა ზოია ბალიაშვილმა განათლების კომისია დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.05.2019
ახალციხის საკრებულოს წევრმა, ზოია ბალიაშვილმა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში ყოფნაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან კომისიას განცხადებით მიმართა.

საკრებულოს დეპუტატმა ზოია ბალიაშვილმა განათლების კომისია დატოვა
საკრებულოს დეპუტატმა, ზოია ბალიაშვილმა, რომელიც ამავე დროს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგია, განათლების კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. საკითხი 27 მაისის საკრებულოს სხოდმაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.

ახალციხის საკრებულოში ზოია ბალიაშვილი ორი კომისიის წევრი იყო. სოციალურ საკითხთა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიდან წავიდა, თუმცა იგი საკრებულო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობაშიც რჩება.

„ზოია ბალიაშვილმა განცხადებით მიმართა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას. ის ტოვებს სოციალურ კომისიას და რჩება მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში“, - განმარტეს სხდომაზე.

რატომ დატოვა განათლების კომისია, ამის შესახებ ზოია ბალიაშვილმა, არც სხდომაზე განმარტა და არც „სამხრეთის კარიბჭესთან“ გააკეთა კომენტარი: „თქვენთან არაფერზე ვაპირებ პასუხის გაცემას. ხომ მოისმინეთ [სხდომაზე] ეგ იყო, რაც იყო“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის საკრებულოს კომისიები
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
ადიგენის საკრებულოში კომისიების თავმდჯომარეები აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას 10 თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს
ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა