FM97.5 / LIVE

დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.05.2019
დღეს, 27 მაისს ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვდა, საკრებულომ კი მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს

ახალციხის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ, თამარ გოგოლაძემ სხდომის დაწყებისას, განაცხადა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა, მან პირველი საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დატოვა.

„ჯერ კიდევ წინა ბიუროს სხდომაზე ვთქვი, რომ საჭიროა აუდიტის მოწვევა მერიაში, რამდენიმე მიმართულებით, იმისათვის, რომ მივიღოთ კომპეტენტური გადაწყვეტილებები. დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ჩემს მოთხოვნას, არც უკითხავთ რის შესახებ ვითხოვდი აუდიტს“.

მერიის რომელ სამსახურებში ითხოვს დეპუტატი აუდიტის შესვლას და რას გულისხმობს „რამდენიმე მიმართულებაში“, თამარ გოგოლაძე არ აკონკრეტებს: დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე მოვითხოვე აუდიტი, საერთოდ მოვითხოვე. ყველა საკითხი, რომელიც არის მერიიდან შემოტანილი, საჭიროებს აუდიტს“.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად გოგოლაძე სასპორტო სკოლის მშენებლობისთვის, ტერიტორიაზე არსებული საქვაბის შენობის დემონტაჟს ასახელებს: „დემონტაჟთან დაკავშირებით, ბიუროზე ვთქვი, რომ ყველა საკითხში შეიძლება ვერ ვერკვეოდე, ამიტომ კომპეტენტური პირის პასუხებია საჭირო, ამიტომ ვითხოვ აუდიტს“.

გოგოლაძის მიერ აუდიტის მოწვევის მოთხოვნას პირად ინტერესებს უკავშირებს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

მისი თქმით, მერიის სამსახურებში აუდიტის შესვლა ერთი დეპუტატის სურვილია და არა უმრავლესობის: „ერთი პიროვნების სურვილით აუდიტის მოწვევა არ ხდება, ეს უნდა იყოს საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება. უმრავლესობას ამაზე არ უმსჯელია. რა ინტერესი აქვს ქალბატონ თამარს ეს თვითონ უნდა თქვას. ვიღაცას რაღაც პირადი ანგარიშები ჰქონდეს, მაგათზე აუდიტს ვერ მოვიწვევთ“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

‘ცალკე გავიდეთ და დავილაპარაკოთ’– სხდომაზე დეპუტატი ახალციხის მერს დაუპირისპირდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის მერიას ერთი შტატი მოაკლდა
განათლების სამინისტრომ  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის საქმე შეისწავლა
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური  სასამართლოს მიმართავს[R]