FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა

მთავარისიახლე, სამართალი 27.05.2019
ახალქალაქში დაკავებულ 27 წლის კაცს, რომელსაც პოლიცია იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარებას ედავება, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა

ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში კიმ კუგოიანის სასამართლო პროცესი დღეს, 27 მაისს ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოსამართლე მალხაზ ენუქიძემ კუგოიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, საქმის განხილვა ორ თვეში გაგრძელდება.

პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი ვასილ ბალახაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5000 ლარიანი გირაოთი გამოშვებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული კიმ კუგოიანი ახალქალაქის ცენტრალურ პარკში 24 მაისს დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

კუგოიანის დაკავებიდან მეორე დღეს, მისმა ახლობლებმა ახალქალაქის პოლიციის სამმართველოსთან, მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. დაკავებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ 27 წლის ბიჭს "პილიციამ იარაღი ჩაუდო" მოგვიანებით დაკავებულის მამა სამმართველოს უფროსს შეხვდა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება
აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ
შსს: ახალქალაქში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დავაკავეთ
ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა
იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
ახალქალაქში 27 წლის კაცი დააკავეს
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო