FM97.5 / LIVE

უფლისციხეში ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლე დაშავდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 27.05.2019
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, ბაკურიანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე სიმაღლიდან გადმოვარდა. ექვსი წლის ბიჭს ფეხი აქვს მოტეხილი, დაზიანებები მიიღო სახის არეშიც.

უფლისციხეში ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლე დაშავდა

შემთხვევა გორში გუშინ, 26 მაისს მოხდა. ბაკურიანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ექსკურსიაზე მშობლებთან ერთად 15 პირველკლასელი ჰყავდა წაყვანილი.

„უფლისციხიდან უკან ვბრუნდებოდით, ნაწვიმი იყო, ბავშვს ფეხი დაუცურდა და დაგორდა. ფეხი აქვს გაბზარული და ტუჩი გაკაწრული“, – ამბობს მასწავლებელი ნინო მანჯავიძე.

მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის ბადრი გასპაროვის განმარტებით, პირველკლასელი დაახლოებით 3–4 მეტრის სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი.

"როგორც ჩანს გალავანზეა ამძვრალი. იქ სპეციალური მოაჯირი გვაქვს გაკეთებული, ეტყობა ვერ მიაქციეს ყურადღება და ჩამოვარდა. გამოვიძახეთ სასწრაფო და ბავშვი გადაიყვანეს კლინიკაში“, – განაცხადა მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.

დაშავებული მოსწავლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

„ბავშვს ჰქონდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ექსკორაციები. ფეხზე თაბაშირი დავადეთ, დაზიანებები დავუმუშავეთ და გავწერეთ“, – აცხადებენ კლინიკაში.

როგორც ბაკურიანის საჯარო სკოლაში განგვიმარტეს, დაშავებული მოსწავლე გვიან ღამით გადაიყვანეს სახლში. მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

„კლასის ხელმძღვანელს ყველა რეგულაცია ჰქონდა დაცული. გვყავდა წაყვანილი ექთანი, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება გაუწია. ყველა ბავშვს თავის მშობელი ჰყავდა, მაგრამ სამწუხაროდ მაინც მოხდა ფაქტი. ასეთი შემთხვევისგან სამწუხაროდ დაზღვეულები არავინ არ ვართ. ბავშვი სახლში იმყოფება და კარგად არის“, – ამბობს ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ბლიაძე.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარზე ავარიაში მოყვნენ
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
ადიგენში, ავარიის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს
ახალქალაქში ორი დაშავებული კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა
ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა
სოფელ  წნისთან  ბავშვს  მიკროავტობუსი  დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – დაშავდა 18 წლის გოგონა