FM97.5 / LIVE

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი:'გამოვიყენებთ ყველა ღონეს, რათა საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში'

მთავარისაზოგადოება 05.09.2013
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე აცხადებს, რომ პრემიერის განცხადებები მეჩეთთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ ქვეყანაში მუსლიმების დისკრიმინაცია მიმდინარეობს.

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი:'გამოვიყენებთ ყველა ღონეს, რათა საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში'
"მიზანმიმართულად ეწევიან მუსლიმების დისკრიმინაციას. პრემიერმა იგივე გაიმეორა, რაც თქვა წულუკიანმა. ამბობენ, ერთ ღამეში დადგეს მინარეთიო, ასე არ არის, ეს ძაბავს ვითარებას და არ მოიტანს კარგ შედეგს. რამდენჯერ ვთქვათ, რომ მეჩეთი ჩუმად არ დადგმულა?! ვიღაცას ან შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში პრემიერი, ან მას საერთოდ არ აქვს ინფორმაცია", - აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

მისივე თქმით, ჭელაში მცხოვრებლები ელოდებიან, რომ მინარეთი თავის ადგილს დაუბრუნდება. რადგან, მათი დაკვირვებით, ხელისუფლება ამ ნების გამოჩენას არ აპირებს, მუსლიმური თემი იძულებული გახდება სხვა გზას მიმართოს.

"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ღონეს, რათა საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში. ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, სამართლებრივად, როგორც ისლამი გვასწავლის", - აცხადენე ჭელის მეჩეთის წინამძღვარი.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ჭელის მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განახორციელა, რასაც მუსლიმური თემის პროტესტი მოჰყვა. 30 აგვისტოს მინარეთი მეჩეთიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დაასაწყობეს და დალუქეს, იმ დრომდე, ვიდრე ამ კუთხით კანონმდებლობა არ მოწესრიგდება. ჭელის მინარეთის საკითხს მთავრობის არაერთი წევრი გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მინარეთი კანონდარღვევით აშენდა და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს. მან უარყო დემონტაჟის რელიგიური საფუძველიც: „როგორც მთავრობის მეთაური აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ ერთ ღამეში, დილით გავიღვიძოთ და მინარეთი დგას, რომელიც არავისთან შეთანხმებული არ არის, პროექტი არ არსებობს , ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არ არის", - განაცხადა პრემიერმა გუშინ, 4 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: არ გავჩერდებით, ვიდრე მინარეთს არ დაგვიბრუნებენ
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
ჭელის მინარეთის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
ნოდარ ხადური: 'მინარეთის საკითხი ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო'
ბათუმიდან მუსლიმები სახლებში ბრუნდებიან