FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე რეინჯერები დააჯილდოვეს[ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2019
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ახალციხის ციხეზე პირველი ქალი რეინჯერი და ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი დააჯილდოვეს.

ახალციხის ციხეზე რეინჯერები დააჯილდოვეს[ფოტო]

დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქობულეთის დაცული ტერიტორიების დაცვის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ქათამაძე, პირველი ქალი რეინჯერი სალომე იდოიძე და ქობულეთის მეოთხე საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ფიზიკოსი მარინა მიმინოშვილი დააჯილდოვეს.

სიგელები და სიმბოლური საჩუქრები მათ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბესიკ ამირანაშვილმა გადასცა.

65 წლის თეიმურაზ ქათამაძე დაცულ ტერიტორიებში 1975 წლიდან მუშაობს.

„ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, ეს იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო აფასებს ჩვენს წვლილს. მინდა რომ ნახევარი საუკუნე ვიმუშაო“, – ამბობს ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი.

საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა 57 წლის მარინა მიმინოშვილიც: „ვულოცავ მთელს საქართველოს ამ ბრწყინვალე დღეს“.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველას გილოცავთ 26 მაისს. დღეს როგორც პირველ ქალ რეინჯერს სიგელი გადმომცეს", – ამბობს სალომე იდოიძე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხის ციხეზე 12:00 საათზე დაიწყო და დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება.

ახალციხის ციხეზე რეინჯერები დააჯილდოვეს[ფოტო]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტნილი წვლილისთვის 37 რეინჯერი დაჯილდოვდა
საქართველოში ყველაზე სტაჟიანი ბორჯომელი რეინჯერი სამსახურიდან გააცილეს
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში კონცერტით დასრულდა
ახალციხის ციხეზე მერიის სტიპენდიანტები დააჯილდოვეს
ახალციხის ციხეზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [Video]
რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]
ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების რეინჯერი დააკავეს [ვიდეო]