FM97.5 / LIVE

არასამთავრობოები: საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად

მთავარისაზოგადოება 05.09.2013
'საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ და სამეურვეო საბჭომ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მაუწყებელის ეთერში პლურალიზმი უზრუნველყონ', - არასამთავრობო ორგანიზაციები ტელევიზიის მენეჯმენტს ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების დახურვის გადაწყვეტილების დასაბუთებას სთხოვენ.

არასამთავრობოები: საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად
არასამთავრობო ორგანიზაცების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ კვლავ პოლიტიკური მოვლენებისა და ბრალდებების ეპიცენტრში მოექცა. წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური დებატებისთვის ფორუმი უზრუნველყოს, სადაც კანდიდატებს საკუთარი პროგრამების წარდგენისა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემათ, რაც ხელს შეუწყობს კენჭისყრის დღეს ტელემაყურებელთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.

გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესი წამოიწყო. საბჭო ამტკიცებს, რომ ბარათაშვილმა მათ დროულად და ამომწურავად არ მიაწოდა ინფორმაცია გადაცემებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ, სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს ერთხელ უკვე გამოუცხადა უნდობლობა, თუმცა მაშინ გათავისუფლებულმა დირექტორმა სასამართლო დავის წარმოების მეშვეობით მიაღწია თანამდებობაზე აღდგენას.

საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრო ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუების შესაძლო გაუქმების საკითხმაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კვესიტაძის „აქცენტები” და პაიჭაძის „დიალოგი” შესაძლოა დაიხუროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. მენეჯმენტის წარმომადგენლების თქმით, მაუწყებელი ორივე ჟურნალისტთან აგრძელებს თანამშრომლობას და კვესიტაძემ და პაიჭაძემ, შესაძლოა, შემოდგომიდან ახალი თოქ-შოუ წაიყვანონ. ეს ორი წამყვანი ცნობილია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულებით მოქმედი ხელისუფლების მიმართ და საზოგადოების ნაწილი მათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებად მიიჩნევს, ხოლო მათ მიერ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას პოლიტიკური ნეირტალიტეტის უგულვებელყოფად აღიქვამს. შესაბამისად, გადაცემების დახურვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილების მყარი და ობიექტური არგუმენტებით დასაბუთება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი თავად მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ გააჩენს კითხვებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ შექმნილი გაურკვევლობები უარყოფითად აისახება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციაზე, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო გარემოზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ და სამეურვეო საბჭომ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მაუწყებელის ეთერში პლურალიზმი უზრუნველყონ. არხის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ხოლო პოლიტიკოსებმა კი, თავის მხრივ, მაუწყებელს მოქმედების სრული თავისუფლება უნდა მიანიჭონ, რათა მან პირნათლად შეძლოს საკუთარი მოვალეობების შესრულება",- ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)


[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალციხელებს შეხვდა
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა
რეგიონული მედია საზმაუს სამეურვეო საბჭოში მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს
კოალიცია იაკობაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პარლამეტის და ბორდის რეაგირებას ითხოვს
რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს და საზმაუს სამეურვეო საბჭოს
საქართველოს რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს
NGO-ები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ