FM97.5 / LIVE

'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.05.2019
ბავშვობის ახდენილი ოცნება და ჯარისკაცი მამის დაწყებული საქმის გაგრძელება – რა გზა გაიარეს მიზნის მისაღწევად ქალებმა, რომლებიც ახალციხეში, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ბატალიონში მსახურობენ.

'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

ნინო ხარაზიშვილი ახალციხეში მსახურობს, პირველი ქვეითი ბრიგადის, შავნაბადას მე–13 ბატალიონის რიგითია. დილაუთენია, 6-ის ნახევარზე დგება. ხაშურში ცხოვრობს, ახალციხემდე კი 37 კილომეტრია. მაინც არასდროს აგვიანებს და 8 საათზე უკვე სამხედრო ფორმით მოწყობაზე დგას.

24 წლისაა, 14 თვეა რაც ჯარში კონტრაქტით მსახურობს: „ბავშვობიდანვე მომწონდა ჯარის ცხოვრება, მინდოდა ოდესმე მეც ჩამეცვა ფორმა. ფიზიკურად ყოველთვის დატვირთული ვიყავი, ძალიან ვაქტიურობდი, ჩემს მშობლებსაც ვეხმარებოდი საქმეებში და ვცდილობდი ასეთ ცხოვრებას თავიდანვე შევჩვეოდი“.

აქაურ ყოველდღიურობასთან შეგუება მაინც ძალიან გაუჭირდა, თუმცა ბაზაზე შეძენილი მეგობრების დახმარებით მალევე აეწყო ჯარის რეჟიმს.
თავიდან ოჯახმა გადაწყვეტილება არ მოუწონა, განსაკუთრებით წინააღმდეგი დედა იყო –„ სულ მეუბნებოდნენ, რა გინდა ჯარში, იქ რა უნდა აკეთოო. ახლა ასეთი დამოკიდებულება აღარ აქვთ, ფორმა, რომ მაცვია უკვე თვითონაც ამაყობენ“.

'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

ჯარისკაცობისთვის ემზადება ნინოს ერთადერთი ძმაც.

ნინოს ბავშვობის ოცნება ჯარში ემსახურა ასრულებულია, ახლა შემდეგი მისია აქვს – გახდეს ოფიცერი, რისთვისაც ძალებს არ იშურებს: „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მინდა. იმისათვის, რომ რომ საკუთარ მიზანს მიაღწიო და წარმატებული სამხედრო მოსამსახურე გახდე, შრომისმოყვარეობაა საჭირო, კიდევ ერთგულება და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება“.



28 წლის სოფო აკოფაშვილიც „შავნაბადელია“,ახალციხეში ექვსი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, შინიდანაც ყოველ დილით ერთად გადიან. თენგოს ბაღში ტოვებს, თვითონ კი სამსახურში მიდის. დაგვიანება არც მას სჩვევია.

სოფოს მამა აფხაზეთის ომში დაეღუპა, პატარაობიდან ესმოდა მამის გმირობის შესახებ, ამიტომაც გადაწყვიტა თვითონაც ჯარისკაცი გამხდარიყო.

„ქართულ შეიარაღებულ ძალებში ისე დავრეგისტრირდი, რომ კარანტინში წასვლამდე ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. უფრო ადრე მინდოდა სამხედრო მოსამსახურე გავმხდარიყავი, მაგრამ ოჯახური პრობლემები მქონდა. მიუხედავად ჩემი „სიურპრიზისა“,ოჯახი მშვიდად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. მიზანს მივაღწიე და დიდი ხნის სურვილი ავისრულე. გავხდი ჯარისკაცი, ეს ჩემთვის საამაყოა, ახლა როცა, ნაწილის ტერიტორიაზე შევდივარ ვერ გადმოგცემთ, როგორი განცდა მეუფლება“.

დედის სამსახურით მისი შვილიც ამაყობს: „ბაღში ყველას უყვება, რომ დედამისი ჯარისკაცია. ბავშვებსაც ჯარისკაცულ სიარულს ასწავლის, მასწავლებელი მეუბნება ცეკვაზე რომ დადის, ისე ატარებს ბავშვებს როგორც ჯარისკაცები დადიანო“.



სამხედრო სამსახურმა სოფოს ყოველდღიური რიტმიც შეცვალა, ამბობს, რომ ჯარის ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ როცა სურვილი გაქვს შეუძლებელი არაფერია. ველზე სიარულს მიეჩვია 10 კილოიანი ჩანთითაც – „თავიდან ძალიან მიჭირდა, განსაკუთრებით იარაღთან ერთად სირბილი, მაგრამ ამ ყველაფერმა შეჩვევა იცის. ახლა, ბიჭებთან ერთად ჩვეულებრივად აღჭურვილობით დავდივარ და რთული აღარ არის.

ჯარისკაცი რომ იყო უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, უნდა გიყვარდეს შენი ფორმა და უნდა გეამაყებოდეს ის რასაც აკეთებ. ბევრს მიაჩნია, რომ რადგან ჯარში ხარ, იქ მხოლოდ შემოსავლის გამო ხარ, მაგრამ ასე არაა. თუ არ გიყვარს შენი სამსახური მხოლოდ ხელფასის გამო ვერ იქნები, უბრალოდ ვერ გაძლებ“.

სოფო გვიყვება, რომ მის გადაწყვეტილებას, ჯარში ემსახურა, საზოგადოების განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ცდილობს, ამ საკითხს ყურადღება არ მიაქციოს, რადგან სჯერა, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და არც სამშობლოს სიყვარულს: „ხშირად მესმის, ამბობენ, რომ ქალი უნდა იყოს „კუხნაშიო“ მაგრამ, რა თქმა უნდა ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩვენც შეგვიძლია ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც ამას აკეთებენ კაცები. ვფიქრობ, რომ ქალი ყოველთვის იქ უნდა იყოს სადაც საჭიროა, მათ შორის იარაღით ხელში სამხედრო სამსახურში“.

შეეგუა იმასაც რომ ხშირად მაკიაჟის გარეშე გამოდის სახლიდან – „ახლა მაკიაჟით იშვიათად დავდივარ, შევეგუე და საკუთარ თავსაც ავუკრძალე.“

დატვირთული დღის მიუხედავად, სოფო სამსახურის შემდეგ საოჯახო საქმეებსაც ასწრებს და ცდილობს დრო შვილსაც დაუთმოს. სამომავლოდ გეგმებიც აქვს, სამხედრო სამსახურის გაგრძელებას და ოფიცრობას აპირებს, თუმცა კარგად იცის, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა.

ბოლო წლებში ქართულ ჯარში ქალების სამსახური უფრო და უფრო „პოპულარული“ ხდება და მათი რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. პირველი ბრიგადის შავნაბადას მე–13 ბატალიონში 20 ქალი მსახურობს. ქართულ შეიარაღებულ ძალებში ქალების საერთო რაოდენობა კი 6%–ია.

'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან [R]
ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ
ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ [R]
ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი
გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!
ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება
'მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი'