FM97.5 / LIVE

,მოვკალი, კარგი ვქენი’ – მკვლელობაში ბრალდებულის ზარი 112-ში

მთავარისიახლე, სამართალი 23.05.2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ის გამომძიებელი დაკითხეს, რომელმაც ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის მობილურში შემავალი და გამავალი ზარები შეამოწმა.

,მოვკალი, კარგი ვქენი’ – მკვლელობაში ბრალდებულის ზარი 112-ში
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა პეტროს ერემიანმა, ფოკაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება შეასრულა, მათ შორის შეამოწმა ბრალდებულის ტელეფონი.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გ.მ–მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ 112–ში დარეკა. გამომძიებელმა პროცესზე ის სიტყვები გაიმეორა, რომელიც ბრალდებულმა დარეკვის შემდეგ წარმოთქვა.

„112 – ში ნამდვილად შევიდა ზარი, რომელიც 14 წამი გაგრძელდა. ბრალდებული ოპერატორს არ დალაპარაკებია, თუმცა რამდენიმე სიტყვა ისმის. თარჯიმანის საშუალებით გადავთარგმნე და მან თქვა – „სადღაც მოვკალი, კარგი ვქენი “ – ამბობს ერემიანი.

სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 23 მაისს გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე, ბრალდებულმა წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვა და განაცხადა, რომ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩაუდენია.

დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე გია ბერაიამ არ დააკმაყოფილა.

დაკავებულს ბრალი სსკ–ს 108 და 236 მუხლებით აქვს წაყენებული, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–გამოყენებას გულისხმობს.

შემდეგი სასამართლო 6 ივნისს ჩანიშნეს.

ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცი 2018 წლის სამ დეკემბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.

მომხდარის შემდეგ თანასოფლელებმა ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა დაწვეს. ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ძირს ეგდო და ჭრილობაც დავინახე – მოწმე ფოკაში მოკლულის შესახებ
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს
ბრალდებული სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკითხვის ოქმზე სხვისი ხელმოწერაა
ბოლო 16 საათია ფოკაში იწვის 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის 2 სახლი და 4 მანქანა [Photo/Video]
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს